მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ესპანეთი სამუშაო კვირის 40-დან 37.5 საათამდე შემცირებას განიხილავს
ესპანეთი სამუშაო კვირის 40-დან 37.5 საათამდე შემცირებას განიხილავს

ესპანეთი სამუშაო კვირის 40-დან 37.5 საათამდე შემცირებას განიხილავს

BM.GE2 სექტემბერი, 2026, 04:31|bm.ge

ესპანეთში სამუშაო კვირა შესაძლოა მალე შემცირდეს, რაც დასაქმებულებს კვირაში დამატებით 2.5-საათიან დასვენებას მისცემს. სამშაბათს მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ოფიციალური სამუშაო დროის 40-დან 37.5 საათამდე შემცირებას ითვალისწინებს.

კანონის მიღების შემთხვევაში, რომელიც ახლა ესპანეთის პარლამენტმა უნდა განიხილოს, ცვლილება კერძო სექტორში სრულ და ნახევარ განაკვეთზე მომუშავე 12.5 მილიონ ადამიანზე გავრცელდება. შრომის სამინისტროს განცხადებით, ინიციატივა მიზნად პროდუქტიულობის გაზრდასა და სამუშაოს გაცდენის მაჩვენებლის შემცირებას ისახავს.

"დღეს ჩვენ შრომის ბაზარს ვამოდერნიზებთ და ვეხმარებით ადამიანებს, გახდნენ ცოტათი უფრო ბედნიერები" - განაცხადა შრომის მინისტრმა იოლანდა დიასმა, რომელიც მემარცხენე კოალიციაში შემავალ პარტია Sumar-ს ხელმძღვანელობს.

დიასის თქმით, ეს ზომა, რომელიც საჯარო მოხელეებსა და ზოგიერთ სხვა სექტორზე უკვე ვრცელდება, ძირითადად გავლენას საცალო ვაჭრობის, წარმოების, სასტუმროებისა და მშენებლობის სფეროებზე მოახდენს.

პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მთავრობას მკაფიო უმრავლესობა არ აქვს პარლამენტში, სადაც კანონპროექტმა დამტკიცებისთვის ხმათა საჭირო რაოდენობა უნდა მოაგროვოს. ინიციატივას მხარს ძირითადი პროფკავშირები უჭერენ, თუმცა მის წინააღმდეგ ბიზნესასოციაციები გამოდიან.

კატალონიის ნაციონალისტურმა პარტიამ "Junts", რომელიც სანჩესის კოალიციის პერიოდული მოკავშირეა, გამოთქვა წუხილი, რომ სამუშაო კვირის შემცირებას შესაძლოა უარყოფითი შედეგები ჰქონდეს მცირე კომპანიებისა და თვითდასაქმებულებისთვის. კოალიციას კანონის მისაღებად "Junts"-ისა და სხვა მცირე პარტიების მოთხოვნების გათვალისწინება მოუწევს.

ესპანეთში 40-საათიანი სამუშაო კვირა 1983 წლიდან მოქმედებს, როდესაც ის 48 საათიდან შემცირდა.

COVID-19-ის პანდემიის შემდეგ, ქვეყანაში მუშაობის ჩვევების შეცვლის მიზნით რამდენიმე საპილოტე პროგრამა განხორციელდა, მათ შორის ვალენსიაში, სადაც ოთხდღიანი სამუშაო კვირა გამოცადეს. ერთთვიანი პროგრამის შედეგებმა აჩვენა, რომ დასაქმებულებმა გრძელი უქმეების ხარჯზე ჯანსაღი ჩვევები გამოიმუშავეს, დაკავდნენ სპორტით და მნიშვნელოვნად შეიმცირეს სტრესის დონე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რას მოიცავს Honda-სა და Nissan-ის ახალი პარტნიორობა?

რას მოიცავს Honda-სა და Nissan-ის ახალი პარტნიორობა?

BM.GE

გაყიდვების ზრდა არ არის, ხარჯები კი იზრდება - რა გამოწვევები აქვთ მცირე მარნებს?

გაყიდვების ზრდა არ არის, ხარჯები კი იზრდება - რა გამოწვევები აქვთ მცირე მარნებს?

BM.GE

ესპანეთში 2026 წელს სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობის 5 232 შემთხვევა დაფიქსირდა - რეკორდული მაჩვენებელი 2015 წლის შემდეგ

ესპანეთში 2026 წელს სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობის 5 232 შემთხვევა დაფიქსირდა - რეკორდული მაჩვენებელი 2015 წლის შემდეგ

BM.GE

სწრაფი კვების უმსხვილესი სარესტორნო ქსელების რეიტინგი

სწრაფი კვების უმსხვილესი სარესტორნო ქსელების რეიტინგი

BM.GE