
აშშ-მა ირანის კუნძულ ქეშმზე შეზღუდული სამხედრო დარტყმები განახორციელა
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის კუნძულ ქეშმზე შეზღუდული დარტყმები განახორციელეს. თუმცა ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, ეს იერიში ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების განახლებას არ ნიშნავს.
მათი განმარტებით, ამერიკულმა მხარემ ოპერაცია თავდაცვის მიზნით, სარაკეტო გამშვები დანადგარის გასანადგურებლად ჩაატარა. ინფორმაციისთვის, მანამდე ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ჰორმუზის სრუტეში ამერიკულ საფრენ აპარატს საზენიტო რაკეტა ესროლა.
ადგილობრივი სახელმწიფო მედიის ცნობით, კუნძულ ქეშმზე ხუთი აფეთქების ხმა გაისმა.
აღსანიშნავია, რომ ამ სამხედრო აქტივობის პარალელურად, მხარეებს შორის დიპლომატიური მოლაპარაკებები გრძელდება. ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ და მთავარმა მომლაპარაკებელმა, მოჰამად ბაღერ ყალიბაფმა განაცხადა, რომ თეირანმა ამერიკულ მხარეს მკაფიო და რაციონალური პასუხი გადასცა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის თავიდან აცილება ახლა სრულად ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული.
თავის მხრივ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის რეალური პერსპექტივა არსებობს.
BM.GE
წყარო: bm.ge