
წელს საქართველოდან უცხო ქვეყნის 3 600 მოქალაქეა გაძევებული - შსს
BM.GE|bm.ge
მიმდინარე წელს, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვეყნიდან გაძევებულია 3600-ზე მეტი პირი - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.
უწყებაში განმარტავენ, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
რაც შეეხება ბოლო დღეებში გაძევების მაჩვენებელს, ჯამში უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე გააძევეს.
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ფილიპინების, თურქმენეთის, ინდოეთის, რუსეთის, კენიის, აზერბაიჯანის, კუბის, უზბეკეთის, ბელარუსის, ეგვიპტის, იორდანიის, კოტ - დ'ივუარის, ნეპალის, პაკისტანის, ჩინეთის, ალჟირის, ბელარუსის, ნიგერიის, სომხეთის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 101 მოქალაქე.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge