მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-მა ისტორიაში პირველად დაადასტურა, რომ ორბიტაზე კოსმოსური იარაღი განათავსა
აშშ-მა ისტორიაში პირველად დაადასტურა, რომ ორბიტაზე კოსმოსური იარაღი განათავსა

აშშ-მა ისტორიაში პირველად დაადასტურა, რომ ორბიტაზე კოსმოსური იარაღი განათავსა

BM.GE15 სექტემბერი, 2026, 22:28|bm.ge

შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ დედამიწის ორბიტაზე კოსმოსური იარაღი განათავსა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვაშინგტონმა მსგავსი შეტევითი სამხედრო შესაძლებლობების არსებობა საჯაროდ აღიარა.

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მდივანმა ტროი მეინკმა განაცხადა, რომ "ორბიტალური" იარაღი აუცილებელი ნაბიჯი იყო ამერიკული ძალების მტრული ქმედებებისგან დასაცავად.

ორშაბათს გამართულ საჰაერო, კოსმოსურ და კიბერუსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას მეინკმა აღნიშნა, რომ აშშ მზად არის "მზარდი საფრთხეებისთვის", თუმცა იარაღის კონკრეტულ შესაძლებლობებსა და მისი ორბიტაზე გაყვანის თარიღზე დეტალურად არ უსაუბრია.

ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნები კოსმოსში შესაძლებლობების გაძლიერების გეგმების შესახებ მანამდეც აცხადებდნენ და მიზეზად რუსულ და ჩინურ პროგრამებს ასახელებდნენ, რომლებიც მომავალ კონფლიქტში ამერიკულ თანამგზავრებზე თავდასხმისა და მათი მუშაობის შეფერხების გზებს ავითარებენ.

ჩინეთმა ამ განცხადებას სამშაბათსვე უპასუხა და კოსმოსში "შეიარაღების რბოლის" საფრთხეზე გააკეთა გაფრთხილება.

"მოვუწოდებთ ამერიკულ მხარეს, შეწყვიტოს სამხედრო შესაძლებლობების გაფართოება და ღია კოსმოსში ომისთვის მზადება", - ციტირებს სააგენტო "AFP" ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს.

იარაღის მოქმედების მექანიზმის შესახებ დეტალები ამერიკულ მხარეს არ გაუმჟღავნებია.

ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კოსმოსური შესაძლებლობები და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები მისი დაგეგმილი თავდაცვის სისტემის - "ოქროს გუმბათის" გადამწყვეტი ნაწილია, რომელმაც აშშ სარაკეტო და სხვა საჰაერო საფრთხეებისგან უნდა დაიცვას.

გასულ წელს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი განკარგულება, რომელშიც ხაზგასმულია, რომ კოსმოსური ძალების როლი არა მხოლოდ ობიექტების დაცვა, არამედ შეტევითი ოპერაციების განხორციელებაცაა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფინეთმა უკრაინას €290-მილიონიანი სამხედრო დახმარების პაკეტი დაუმტკიცა

ფინეთმა უკრაინას €290-მილიონიანი სამხედრო დახმარების პაკეტი დაუმტკიცა

BM.GE

წელს საქართველოში $2.5 მლრდ გადმოირიცხა - ყველაზე მეტი აშშ-დან და იტალიიდან

წელს საქართველოში $2.5 მლრდ გადმოირიცხა - ყველაზე მეტი აშშ-დან და იტალიიდან

BM.GE

ლუკაშენკომ აშშ-სგან გაყინული თანხების დაბრუნების პირობა მიიღო - Reuters

ლუკაშენკომ აშშ-სგან გაყინული თანხების დაბრუნების პირობა მიიღო - Reuters

BM.GE

საქართველომ „GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს“ უმასპინძლა

საქართველომ „GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს“ უმასპინძლა

BM.GE