მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-მა რუსეთში შავი ჭირის გავრცელების აქტიური მონიტორინგი დაიწყო
აშშ-მა რუსეთში შავი ჭირის გავრცელების აქტიური მონიტორინგი დაიწყო

აშშ-მა რუსეთში შავი ჭირის გავრცელების აქტიური მონიტორინგი დაიწყო

BM.GE5 ოქტომბერი, 2026, 17:31|bm.ge

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთში, კერძოდ ირკუტსკის ოლქში, შავი ჭირის სავარაუდო ფატალური შემთხვევის შესახებ გავრცელებული ცნობების მონიტორინგი დაიწყო. საუბარია ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის 28 წლის ლაბორანტის, დარია შიპილოვას გარდაცვალებაზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ვითარებაზე დაკვირვების დაწყება ოფიციალურად დაადასტურეს და მოსკოვს ზუსტი მონაცემების დაუყოვნებლივ და ღიად გაზიარებისკენ მოუწოდეს. როგორც ირკვევა, თეთრი სახლი პროცესებს აქტიურად აკვირდება და მოსკოვის მიერ შემოღებული საკარანტინო ზომების ეფექტურობას სწავლობს.

შეგახსენებთ, ციმბირული გამოცემა Люди Байкала-ს ცნობით, ლაბორანტმა 25 სექტემბერს მუშაობისას ფილტვის შავი ჭირის ბაქტერიის შემცველი სინჯარა შემთხვევით გატეხა. დარია შიპილოვა მომხდარიდან მალევე მძიმედ დაავადდა და 2 ოქტომბერს გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზედამხედველობის სამსახურმა, Роспотребнадзор-მა ლაბორატორიული ავარიის ფაქტი უარყო და პაციენტის გარდაცვალების მიზეზად დაუდგენელი წარმომავლობის პნევმონია დაასახელა. ოფიციალური უარყოფის მიუხედავად კი ხელისუფლებამ საავადმყოფოებში მკაცრი შეზღუდვები დააწესა და გარდაცვლილთან კონტაქტში მყოფი დაახლოებით 200 ადამიანი სამედიცინო იზოლაციაში მოაქცია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 251 სტატია.

  • რუსეთმა ხარკოვს „ბანდეროლის“ რაკეტებით შეუტია - დაიღუპა ერთი და დაშავდა 8 ადამიანიტვ პირველი
  • ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ოქტომბრის ბოლომდე აშშ-სა და რუსეთთან სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობისთვის მზად არისიმედი
  • ზელენსკი: უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს გააძლიერებსფორმულა
  • საჭიროა სტრატეგიული ქმედება და დიდი სამუშაოს წარმართვა, რომ დაიწყოს მოლაპარაკება დეოკუპაციაზე მოსკოვთან, ოღონდ ეს უნდა დაიწყოს ორი გრანდ მედიატორის თანადგომით, ვისაც აქვს უნარი ზემოქმედება მოახდინოს რუსეთზე, ესენია ჩინეთი და აშშ - ირაკლი ბათიაშვილი​რუსთავი 2
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

წლევანდელი რთველი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იქნება - სონღულაშვილი

წლევანდელი რთველი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იქნება - სონღულაშვილი

BM.GE

რა გადაწყვეტილება მიიღო OPEC-მა?

რა გადაწყვეტილება მიიღო OPEC-მა?

BM.GE

„თბილისი ცენტრალის“ განახლების პროექტი 2027 წელს დასრულდება

„თბილისი ცენტრალის“ განახლების პროექტი 2027 წელს დასრულდება

BM.GE

რა არის ცნობილი ბათუმის აკვატორიაში თვითდინებით შემოსულ უეკიპაჟო გემზე - სააგენტოს განმარტება

რა არის ცნობილი ბათუმის აკვატორიაში თვითდინებით შემოსულ უეკიპაჟო გემზე - სააგენტოს განმარტება

BM.GE