მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა
აშშ მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა

აშშ მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა

BM.GE11 ივნისი, 2026, 21:49|bm.ge

შეერთებული შტატები მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდი ექსპორტიორი გახდა, რითაც შეცვალა ათწლეულების განმავლობაში არსებული წესრიგი, რომელშიც დიდი ხნის განმავლობაში საუდის არაბეთი და რუსეთი დომინირებდნენ. ეს ცვლილება ენერგეტიკულ ბაზრებზე ამერიკული კომპანიების გავლენას იმ დროს აძლიერებს, როდესაც ირანთან ვაშინგტონის ომი გლობალური ენერგიით ვაჭრობას ახლებურად აყალიბებს - წერს Reuters-ი.

გემების მონიტორინგის სერვისის, Vortexa-ს მონაცემებით, მაღალი წარმოებისა და სტრატეგიული რეზერვების გამოთავისუფლების ფონზე, მაისში აშშ-ის ნედლი ნავთობისა და საწვავის ექსპორტი დღეში დაახლოებით 10.5 მილიონ ბარელამდე გაიზარდა. ამან აშშ ზედიზედ მესამე თვეა, რაც გლობალურ ტოპ ექსპორტიორად აქცია. Reuters-ის გათვლებით, მაისში რუსეთის ექსპორტმა დღეში 7 მილიონი ბარელი შეადგინა, ხოლო საუდის არაბეთის ექსპორტი დღეში 5.9 მილიონი ბარელი იყო.

შედარებისთვის, Vortexa-ს მონაცემებით, 2025 წელს საუდის არაბეთი დღეში დაახლოებით 8.1 მილიონ ბარელს აგზავნიდა ექსპორტზე, აშშ - 6.6 მილიონს, ხოლო რუსეთის ექსპორტი დაახლოებით 5.8 მილიონ ბარელს შეადგენდა.

ამერიკის პირველ ადგილზე გადანაცვლება მნიშვნელოვანი მოვლენაა ქვეყნისთვის, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთის ნავთობზე იყო დამოკიდებული და 1973 წელს OPEC-ის ზოგიერთი წევრის მიერ დაწესებული ნავთობის ემბარგოთი დაზარალდა - ეს ისრაელისადმი აშშ-ის მხარდაჭერაზე საპასუხო ნაბიჯი იყო.

მას შემდეგ, რაც 2026 წლის თებერვლიდან აშშ-ირანის ომმა საუდის არაბეთის ნავთობის ექსპორტი შეაფერხა, ხოლო რუსეთის ნავთობის ექსპორტმა უკრაინული დრონების თავდასხმებისა და უკრაინაში შეჭრის გამო მოსკოვისთვის აშშ-ის სანქციების შედეგად იზარალა, აშშ მსოფლიოს წამყვანი ნავთობექსპორტიორი გახდა.

"ვაშინგტონს ახალი ბერკეტი გაუჩნდა, რომლის არსებობაც ირანის ომამდე არც კი იცოდა - ეს ენერგოექსპორტია," - განაცხადა გემების მონიტორინგის ფირმა Kpler-ის პოლიტიკის ხელმძღვანელმა მიშელ ბროუჰარდმა.

აშშ-ის ახალმა დომინირებამ შესაძლოა ის საფასო გავლენა შეასუსტოს, რომელიც ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციასა (OPEC) და მის მოკავშირეებს ნავთობის ბაზრებზე ისტორიულად ჰქონდათ. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი OPEC-ს ბაზრებზე მანიპულირების გამო დიდი ხანია აკრიტიკებს. ჯგუფმა მაისში დიდი დარტყმა მიიღო, როდესაც ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა წევრმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, თითქმის 60 წლის შემდეგ ორგანიზაცია დატოვა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ნავთობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 58 სტატია.

  • ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიცნეტგაზეთი
  • იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთში ნავთობის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანესიმედი
  • აშშ-მა ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა გამოაცხადა, ნავთობის ფასები გაიზარდაფორმულა
  • რუსეთის ქალაქებში ნავთობის საწყობებზე, ქარხანასა და ნავთობტერმინალზე დრონებით თავდასხმა განხორციელდატვ პირველი
ნავთობის →

მსგავსი სტატიები

ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს

ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს

BM.GE

დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზე

დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზე

BM.GE

ივნისში საფინანსო დანაშაულებზე დევნა 45 პირის მიმართ დაიწყო - რა სახის დარღვევები დაფიქსირდა?

ივნისში საფინანსო დანაშაულებზე დევნა 45 პირის მიმართ დაიწყო - რა სახის დარღვევები დაფიქსირდა?

BM.GE

ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა ომამდელი მაჩვენებლის მეათედზე დაბლა ჩამოვიდა

ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა ომამდელი მაჩვენებლის მეათედზე დაბლა ჩამოვიდა

BM.GE