მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს
ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს

ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს

BM.GE31 ივლისი, 2026, 00:52|bm.ge

ეგვიპტის ხმელთაშუა ზღვის პორტ დამიეტაში დრონით განხორციელებულმა თავდასხმამ ენერგორესურსების გადამზიდ ორ ხომალდზე ხანძარი გამოიწვია. როგორც ირკვევა, ინციდენტი თხევადი ბუნებრივი აირის ჰაბის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. Kpler-ის მონაცემებით, იერიშის შედეგად მცურავი საცავი Energos Winter-ი და ტანკერი GasLog Salem-ი დაზიანდა.

ეგვიპტის ნავთობისა და წიაღისეული რესურსების სამინისტროს განცხადებით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა ოპერატიულად იმუშავეს და სიტუაცია კონტროლზე აიყვანეს. საყურადღებოა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

აღსანიშნავია, რომ ეს ინციდენტი ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების საერთო ტალღის ნაწილია. ბოლო დღეებია ირანი, იემენელი ჰუსიტები და ერაყული დაჯგუფებები რეგიონის ენერგოობიექტებზე იერიშებს აძლიერებენ. ამ მოვლენებმა სუეცის არხისა და ხმელთაშუა ზღვის უსაფრთხოებას საფრთხე უკვე შეუქმნა.

პრობლემები შექმნა იმ ფაქტმაც, რომ გასულ კვირას ჰუსიტებმა საუდის არაბეთს საზღვაო ემბარგო გამოუცხადეს და წითელი ზღვის პორტ იანბუსკენ მიმავალ ნავთობსადენზე იერიში მიიტანეს. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საუდის არაბეთი ნავთობის ნაწილის ტრანსპორტირებას ეგვიპტის გავლით ახორციელებს, რადგან სუეცის არხი სრულად დატვირთული სუპერტანკერებისთვის საკმარისად ღრმა არ არის.

ცნობისთვის, დამიეტას პორტი, რომელიც დრონების თავდასხმის ეპიცენტრში მოექცა, ეგვიპტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული კვანძია. ამ ტერმინალიდან თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტი ხმელთაშუა ზღვის აუზისა და ევროპის ქვეყნებში ხორციელდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პორტის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 90 სტატია.

  • The New York Times: ირანი უკრაინულ პორტზე საპასუხო იერიშის მიტანას განიხილავდაიმედი
  • პრემიერი: ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს ჩართულობით, ესაა იდეალური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესების დაცვას და პარტნიორების მრავალფეროვნებასრუსთავი 2
  • დრონების მასირებული იერიში როსტოვის ოლქზე - ნავთობბაზებსა და პორტში ხანძარიატვ პირველი
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
პორტის →

მსგავსი სტატიები

2026 წელს, "თელასი" დივიდენდს არ გასცემს|რატომ?

2026 წელს, "თელასი" დივიდენდს არ გასცემს|რატომ?

BM.GE

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

BM.GE

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE