მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ს ირანში ომი ამ დრომდე $25 მილიარდი დაუჯდა - პენტაგონის წარმომადგენელი
აშშ-ს ირანში ომი ამ დრომდე $25 მილიარდი დაუჯდა - პენტაგონის წარმომადგენელი

აშშ-ს ირანში ომი ამ დრომდე $25 მილიარდი დაუჯდა - პენტაგონის წარმომადგენელი

BM.GE1 მაისი, 2026, 13:39|bm.ge

შეერთებული შტატების ომი ირანში ამ დრომდე $25 მილიარდი დაჯდა, - ამის შესახებ Reuters-ის თანახმად პენტაგონის მაღალჩინოსანმა განაცხადა და კონფლიქტის სამხედრო ხარჯების ოფიციალური შეფასება პირველად დაასახელა.

ჯულს ჰერსტმა, რომელიც მაკონტროლებლის მოვალეობას ასრულებს, წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრებს განუცხადა, რომ ამ თანხის უდიდესი ნაწილი საბრძოლო მასალებზე დაიხარჯა.

ჰერსტს არ დაუკონკრეტებია, რა შედიოდა ამ შეფასებაში და ითვალისწინებდა თუ არა ის ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დროს დაზიანებული ბაზების ინფრასტრუქტურის აღდგენისა და შეკეთების სავარაუდო ხარჯებს.

შედარებისთვის, $25-მილიარდიანი ხარჯი NASA-ს მიმდინარე წლის მთლიანი ბიუჯეტის ტოლია.

თუმცა, გაურკვეველია, როგორ მიიღო პენტაგონმა $25 მილიარდი ოდენობა, ვინაიდან გასულ თვეში წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის შეფასებით, ომის პირველი ექვსი დღე შეერთებულ შტატებს სულ მცირე $11.3 მილიარდი დაუჯდა.

თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეტმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ ხარჯი გამართლებულია აშშ-ის მიზნით - უზრუნველყოს, რომ ირანს არასოდეს ჰქონდეს ბირთვული იარაღი.

"რას გადაიხდიდით იმის უზრუნველსაყოფად, რომ ირანმა არ მიიღოს ატომური ბომბი?" - იკითხა ჰეგსეტმა.

შეერთებულმა შტატებმა ირანში საომარი მოქმედებები 28 თებერვალს დაიწყო და ამჟამად მხარეებს შორის მყიფე ზავი მოქმედებს. პენტაგონმა ახლო აღმოსავლეთში ათიათასობით დამატებითი სამხედრო ძალა გაგზავნა და რეგიონში სამი ავიამზიდი განათავსა.

კონფლიქტში 13 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და ასობით დაიჭრა.

ომის დაწყების შემდეგ ნავთობისა და ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხებამ აშშ-ში ბენზინისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების, მაგალითად სასუქების, ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია, რაც ისედაც გაძვირებული სამომხმარებლო პროდუქტების გრძელ სიას დაემატა.

ამერიკის საავტომობილო ასოციაციის მონაცემებით, აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასი ოთხი წლის უმაღლეს ნიშნულამდე გაიზარდა.

მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყეს, ტრამპის პოპულარობამაც სერიოზული დარტყმა მიიღო. Reuters/Ipsos-ის ბოლოდროინდელი გამოკითხვის თანახმად, ირანთან აშშ-ის კონფლიქტს ამერიკელთა მხოლოდ 34% უჭერს მხარს, რაც აპრილის შუა რიცხვების 36%-ზე და მარტის შუა რიცხვების 38%-ზე ნაკლებია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 229 სტატია.

  • ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლადიმედი
  • ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიამ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანარუსთავი 2
  • აშშ-ირანის კონფლიქტი კვლავ გამწვავდა, CENTCOM მძლავრ იერიშზე საუბრობსფორმულა
  • აშშ-ის არმიამ ირანზე მძლავრი საჰაერო დარტყმები განახორციელატვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE