მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ "სამშობიარო ტურიზმის" აღკვეთას გეგმავს და ბავშვებისთვის პასპორტის გაცემის წესებს ცვლის
აშშ "სამშობიარო ტურიზმის" აღკვეთას გეგმავს და ბავშვებისთვის პასპორტის გაცემის წესებს ცვლის

აშშ "სამშობიარო ტურიზმის" აღკვეთას გეგმავს და ბავშვებისთვის პასპორტის გაცემის წესებს ცვლის

BM.GE2 სექტემბერი, 2026, 17:50|bm.ge

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეიმუშავა ინიციატივა, რომელიც ბავშვებისთვის პასპორტის მისაღებად მშობლების მხრიდან მოქალაქეობის ან საიმიგრაციო სტატუსის დადასტურებას სავალდებულოს გახდის. ახალი სახელმძღვანელო დონალდ ტრამპის 6 აგვისტოს განკარგულებას ეფუძნება და „სამშობიარო ტურიზმის“ აღკვეთას ითვალისწინებს.

Reuters-ის ინფორმაციით, ოფიციალური ვაშინგტონი ამ გადაწყვეტილებით მოქალაქეობის მინიჭების გართულებას გეგმავს. თეთრმა სახლმა საკითხზე კომენტარის გაჟღერებისაგან ჯერჯერობით თავი შეიკავა და მედია სახელმწიფო დეპარტამენტთან გადაამისამართა. სახედეპის პრესსპიკერმა, ტომი პიგოტმა კი განაცხადა, რომ ხელისუფლება ამერიკის მოქალაქეობის სტატუსისა და ღირებულების დაცვას უპირობოდ გეგმავს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ახალი რეგულაციის ამოქმედების შემთხვევაში, მშობლებს ან კანონიერ მეურვეებს მოქმედი პასპორტის, დაბადების მოწმობის ან მუდმივი ბინადრობის ბარათის წარდგენა დაევალებათ. შედარებისთვის, ამჟამად მოქმედი წესით, შეერთებულ შტატებში დაბადებული ბავშვის მშობლები მხოლოდ ნათესაურ კავშირს ადასტურებენ და პირადობის მოწმობას წარადგენენ. ამასთან, განმცხადებლები ანკეტაში საკუთარ მოქალაქეობას მხოლოდ ფორმალურად უთითებენ და დამატებითი საბუთების დართვა არ ევალებათ. ახალი დირექტივა კი მოქალაქეობის მინიჭებას უზღუდავს იმ პირთა შვილებს, რომელთა მშობლებიც უცხო ქვეყნის სამსახურში იმყოფებიან ან სტატუსის მოსაპოვებლად თაღლითურ გარიგებებში მონაწილეობენ.

აღსანიშნავია, რომ უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა პრეზიდენტის ახალი განკარგულების ამოქმედების შეჩერების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართეს. რაც შეეხება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის პოზიციას, უწყების იურისტები დავას ნაადრევად მიიჩნევენ.

შეგახსენებთ, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის წინა მსგავსი ინიციატივა უკანონოდ ცნო. სასამართლოს შეფასებით, დაბადების ადგილის მიხედვით მოქალაქეობის მინიჭების შეზღუდვის მცდელობა ქვეყნის კონსტიტუციის მე-14 შესწორებას ეწინააღმდეგებოდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გეგმავს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 49 სტატია.

  • Reuters: ტრამპის ადმინისტრაცია ევროპაში მემარჯვენე მედიის მხარდასაჭერად 4 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავსიმედი
  • მედია: ფონ დერ ლაიენის ახალი ინიციატივა - როგორ გეგმავს ევროკომისია მოქალაქეთა კერძო დანაზოგის გამოყენებას შიდა სესხებისა და ინვესტიციებისთვისრუსთავი 2
  • "ოცნება“ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვარის გაზრდას გეგმავსტვ პირველი
  • პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისფორმულა
გეგმავს →

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, რუსთაველის გამზირზე მოქმედი ბიზნესებს შეხვდეს

კახა კალაძე მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, რუსთაველის გამზირზე მოქმედი ბიზნესებს შეხვდეს

BM.GE

ლევან იოსელიანი პაემნის გაუქმებაზე ღარიბაშვილს შეხვდა|პენიტენციურის განცხადებით, პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა

ლევან იოსელიანი პაემნის გაუქმებაზე ღარიბაშვილს შეხვდა|პენიტენციურის განცხადებით, პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა

BM.GE

"მყიდველები მიმწოდებლებს ცალმხრივად და უსამართლოდ უწესებენ პირობებს" - მთავრობა სუპერმარკეტების რეგულირებაზე მუშაობას ისევ გეგმავს

"მყიდველები მიმწოდებლებს ცალმხრივად და უსამართლოდ უწესებენ პირობებს" - მთავრობა სუპერმარკეტების რეგულირებაზე მუშაობას ისევ გეგმავს

BM.GE

არ გვაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ რუსთაველის რეაბილიტაცია გახანგრძლივდება - კახა კალაძე

არ გვაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ რუსთაველის რეაბილიტაცია გახანგრძლივდება - კახა კალაძე

BM.GE