მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ში ახალი მასშტაბური ნავთობსადენი აშენდება
აშშ-ში ახალი მასშტაბური ნავთობსადენი აშენდება

აშშ-ში ახალი მასშტაბური ნავთობსადენი აშენდება

BM.GE2 მაისი, 2026, 03:17|bm.ge

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც კანადის საზღვრიდან ამერიკის ტერიტორიაზე ახალი მაგისტრალური ნავთობსადენის მშენებლობას ითვალისწინებს.

Bridger Pipeline Expansion-ის სახელით ცნობილი პროექტი მონტანისა და ვაიომინგის შტატების გავლით ნავთობის ტრანსპორტირებასა და შემდგომ ექსპორტს ისახავს მიზნად. დოკუმენტზე ხელმოწერისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაციის მიდგომა წინამორბედისგან რადიკალურად განსხვავდება და ქვეყანაში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას პრიორიტეტი ენიჭება.

როგორც ირკვევა, 1 046 კილომეტრის სიგრძის ნავთობსადენი დღე-ღამეში 550 000 ბარელი ნავთობის გატარებას შეძლებს. მასშტაბებით ის ცნობილი Keystone XL-ის სიმძლავრის ორ მესამედს შეადგენს.

მშენებლობის დაწყება 2027 წლის შემოდგომაზე იგეგმება, ხოლო სამუშაოების დასრულება 2028 წლის ბოლოსთვის ან 2029 წლის დასაწყისისთვისაა ნავარაუდები. აღსანიშნავია, რომ პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, კომპანია Bridger Pipeline-ი თავიდან აიცილებს სამომავლოდ ხელისუფლების შესაძლო ცვლილებით გამოწვეულ რისკებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE