მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ში ინტერნეტი ქვეყნის ნებისმიერ წერტილში ხელმისაწვდომი გახდება
აშშ-ში ინტერნეტი ქვეყნის ნებისმიერ წერტილში ხელმისაწვდომი გახდება

აშშ-ში ინტერნეტი ქვეყნის ნებისმიერ წერტილში ხელმისაწვდომი გახდება

BM.GE18 მაისი, 2026, 21:31|bm.ge

საკომუნიკაციო ინდუსტრიის ამერიკული გიგანტები - AT&T, T-Mobile-ი და Verizon-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში კავშირის ე.წ. მკვდარი ზონების, ანუ იმ ადგილების გასაუქმებლად ერთიანდებიან, სადაც ინტერნეტი დღემდე არ არის ხელმისაწვდომი.

პროექტი ხმელეთზე არსებული სხვადასხვა რესურსების, მათ შორის ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაერთიანებას და სოფლის მეურნეობის რეგიონებში დაფარვის გაზრდას ითვალისწინებს. როგორც ირკვევა, ეს პარტნიორობა თანამგზავრული სიმძლავრეების გაუმჯობესების გზით საიმედო კავშირის უზრუნველყოფასაც მოიცავს.

ძალთა გაერთიანების ფარგლებში, უსადენო და თანამგზავრული პროდუქტებისთვის ერთიანი ტექნიკური სტანდარტის შემუშავდება. კომპანიები ინვესტიციებს იმ თანამგზავრულ ტექნოლოგიებში განახორციელებენ, რომლებიც მობილური მოწყობილობების პირდაპირ კავშირს უზრუნველყოფს. აღნიშნული ნაბიჯით პარტნიორები მომხმარებლებისთვის საიმედო და ყოველთვის ხელმისაწვდომი ქსელის შექმნას შეუწხობენ ხელს.

AT&T-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯონ სტანკის განცხადებით, პარტნიორობა ნებისმიერ ლოკაციაზე კავშირის შენარჩუნების პროცესს გაამარტივებს. მისი თქმით, გაერთიანება მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ჰქონდეს წვდომა ინტერნეტთან როგორც მაგისტრალებზე, ისე ეროვნულ პარკებში. ასევე, საგანგებო სიტუაციების დროსაც. საყურადღებოა, რომ ოპერატორი კომპანიების მიერ უკვე გაფორმებული თანამგზავრული ხელშეკრულებები ძალაში დარჩება.

ცნობისთვის, თანამგზავრული სერვისების უპირატესობა ტრადიციული მეთოდებისაგან განსხვავებით არის ის, რომ ის უზრუნველყოფს იმ ტერიტორიების დაფარვასაც, სადაც ტრადიციული ფიჭური ქსელების მუშაობა შეზღუდულია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE