მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ში იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთმა 7.5%-ს გადააჭარბა
აშშ-ში იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთმა 7.5%-ს გადააჭარბა

აშშ-ში იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთმა 7.5%-ს გადააჭარბა

BM.GE1 ოქტომბერი, 2026, 01:45|bm.ge

ამერიკის შეერთებულ შტატებში იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთმა 7.5%-ს გადააჭარბა. ბოლო სავაჭრო სესიაზე 30-წლიანი ფიქსირებული იპოთეკური სესხის საშუალო მაჩვენებელმა კი 7.58% შეადგინა, რომელიც უახლესი ისტორიული მაქსიმუმია.

ცხადია, იპოთეკური განაკვეთები აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობის მატების პარალელურად გაიზარდა. ანალიტიკოსების შეფასებით, მიმდინარე ტენდენციაზე გავლენა ინფლაციასთან დაკავშირებულმა შიშებმა, მთავრობის მასშტაბურმა სესხებმა და ირანთან კონფლიქტის გამო გაჩენილმა გაურკვევლობამ იქონია.

რაც შეეხება უძრავი ქონების სექტორს, საპროცენტო განაკვეთების მატებამ მომხმარებელთა მსყიდველობითი უნარი მკვეთრად შეამცირა. უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის განცხადებით, მყიდველები 7.5%-იანი განაკვეთის ახალ ნორმად გადაქცევისთვის უნდა მოემზადონ.

ბაზრის ექსპერტების შეფასებით, იპოთეკური სესხების განაკვეთების თითქმის გაორმაგება უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობას დრამატულად შეამცირებს და საბოლოო ჯამში, ფასების შემცირებას შეუწყობს ხელს, რაც იმას ნიშნავს, რომ მფლოებლებს ქონების შეფასება შეუმცირდებათ, ხოლო მყიდველებს მაღალი პროცენტით შეძენის სურვილი გაუქრებათ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი ამჯერადაც არ გაიყიდა - აუქციონები არ შედგა

წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი ამჯერადაც არ გაიყიდა - აუქციონები არ შედგა

BM.GE

ელექტრომობილი საჭისა და პედლების გარეშე - რა ეღირება Tesla-ს Cybercab?

ელექტრომობილი საჭისა და პედლების გარეშე - რა ეღირება Tesla-ს Cybercab?

BM.GE

შუა დერეფანი, შავი ზღვის კაბელი და მონაცემთა ინფრასტრუქტურა - ბრიტანეთის ელჩის ხედვა

შუა დერეფანი, შავი ზღვის კაბელი და მონაცემთა ინფრასტრუქტურა - ბრიტანეთის ელჩის ხედვა

BM.GE

ვაჭრობამ $2.5 მილიარდს გადააჭარბა | როგორია საქართველო-თურქეთის ეკონომიკური კავშირები?

ვაჭრობამ $2.5 მილიარდს გადააჭარბა | როგორია საქართველო-თურქეთის ეკონომიკური კავშირები?

BM.GE