მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ში მონაცემთა ცენტრების მშენებლობას მოსახლეობის 71% ეწინააღმდეგება
აშშ-ში მონაცემთა ცენტრების მშენებლობას მოსახლეობის 71% ეწინააღმდეგება

აშშ-ში მონაცემთა ცენტრების მშენებლობას მოსახლეობის 71% ეწინააღმდეგება

BM.GE5 ივნისი, 2026, 04:48|bm.ge

Heatmap-ის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის თანახმად, ამერიკელთა 71% საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მონაცემთა ცენტრის პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგება. აღსანიშნავია, რომ მათგან 55% საკუთარ პოზიციას „კატეგორიულად“ აფიქსირებს.

ცხრა თვის წინ ჩატარებული ანალოგიური გამოკითხვის დროს საზოგადოებრივი აზრი თანაბრად იყო გაყოფილი, მონაცემთა ცენტრების მშენებლობას კი მოსახლეობის 43% უჭერდა მხარს. სამი თვის წინ პროექტების წინააღმდეგი მხოლოდ 51% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი განწყობა მოკლე დროში მკვეთრად შეიცვალა. კვლევის ავტორთა დასკვნით, ბოლო ცხრა თვეში მონაცემთა ცენტრების საწინააღმდეგო მაჩვენებელი 49 პუნქტით არის გაზრდილი.

კომპანიები ახალ ობიექტებს ძირითადად სოფლის ტიპის დასახლებებში აშენებენ, სადაც ადგილობრივი მაცხოვრებლები კომუნალური გადასახადების ზრდას, წყლის დეფიციტსა და ჰაერის დაბინძურებას უჩივიან. ბოლო კვლევების თანახმად, ამ მეგასტრუქტურების მიმდებარე ტერიტორიებზე ტემპერატურის მატებაც კი ფიქსირდება. მონაცემთა ცენტრების მშენებლობას განსაკუთრებით აქტიურად სოფლად მცხოვრები ამომრჩევლები, დემოკრატები და ახალგაზრდები ეწინააღმდეგებიან. 18-დან 34 წლამდე ასაკის გამოკითხულთა 80% ახალი ობიექტების მახლობლად ცხოვრებას კატეგორიულად გამორიცხავს.

როგორც ირკვევა, ახალგაზრდა თაობის უკმაყოფილება შრომის ბაზარზე ხელოვნური ინტელექტის გავლენით არის განპირობებული.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მოსახლეობის უარყოფითი განწყობა ხელოვნური ინტელექტის მიმართ საზოგადოებაში არსებულ პროტესტს უკავშირდება. მედიაში ხშირად შუქდება ჩატბოტებზე დამოკიდებულებით ან „ხელოვნური ინტელექტის ფსიქოზით“ გამოწვეული მასობრივი სროლებისა და თვითდაზიანების შემთხვევები, რის გამოც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები საზოგადოებას საფრთხეების შესახებ აქტიურად აფრთხილებენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE