
ატმის იმპორტი გასამმაგდა, ექსპორტი კი 4-ჯერ შემცირდა
BM.GE|bm.ge
ატმის იმპორტი გასამმაგდა, ექსპორტი კი 4-ჯერ შემცირდა..
საქსტატის მონაცემებით, წელს ქვეყანაში 6 თვეში 423 100 აშშ დოლარის (783 ტონა) ატმის და ნექტარინების იმპორტი დაფიქსირდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 156 200 აშშ დოლარი (336 ტონა) იყო. შესაბამისად, გაზრდილია ფასიც 16%-ით. ატმის იმპორტის უმეტესი ნაწილი თურქეთზე მოდის, მცირე წილი კი ნიდერლანდებზე.
რაც შეეხება ექსპორტს, წელს ატმის ექსპორტმა იანვარ-ივნისში 972 800 აშშ დოლარის ღირებულების 802 ტონა შეადგინა, გასულ წელს კი 3,8 მლნ აშშ დოლარი და 3 151 ტონა იყო. შესაბამისად, კლება დაახლოებით 75%-ია. ქართული ატმის საექსპორტო ბაზარი ორი ქვეყანაა - სომხეთი და რუსეთი.
სომხეთი - 390 100 აშშ დოლარი, 369 ტონა
რუსეთი - 582 700 აშშ დოლარი, 433 ტონა
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge