მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ათობით ათასი ბავშვი იზრდება "ვიდეო ქოლით"... მათი მშობლები ემიგრაციაშია" - თამარ ჩერგოლეიშვილი
"ათობით ათასი ბავშვი იზრდება "ვიდეო ქოლით"... მათი მშობლები ემიგრაციაშია" - თამარ ჩერგოლეიშვილი

"ათობით ათასი ბავშვი იზრდება "ვიდეო ქოლით"... მათი მშობლები ემიგრაციაშია" - თამარ ჩერგოლეიშვილი

BM.GE16 ოქტომბერი, 2026, 18:41|bm.ge

პარტია “ფედერალისტების” ლიდერ თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, საქართველოში ბავშვთა სიღარიბის პრობლემა გაცილებით მასშტაბური და სიღრმისეულია, ვიდრე სტატისტიკურ მონაცემებში ჩანს, რაც ასევე, მძიმეა.

„ოფიციალური მონაცემებითაც კი, თითქმის ყოველი მეათე ბავშვი აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს (9.2%). ეს იცით, რას ნიშნავს?! ამ ბავშვის ოჯახი მისი კვების, ჩაცმის, გათბობის, განათლებისა და ჯანდაცვისთვის დღეში 10 ლარსაც კი ვერ ხარჯავს... ასეთი დაახლოებით, 85 ათასი ბავშვია“, - თქვა პოლიტიკოსმა ბავშვთა სიღარიბის შესახებ ჩაწერილ ვიდეოში, რომელიც BMG FactChek-მა გადაამოწმა და ვერდიქტი არის სიმართლე.

რამდენი ბავშვი ცხოვრობს საქართველოში უკიდურეს სიღარიბეში?

ბავშვთა სიღარიბეზე "ფედერალისტების" ლიდერმა BMGTV-ის გადაცემა "წერტილთან" ინტერვიუშიც ისაუბრა, სადაც შეაფასა ქვეყანაში არსებული რეალობა და ყურადღება გაამახვილა სისტემურ ხარვეზებსა და კორუფციაზე.

თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, საქართველოში მცხოვრები 932 000 ბავშვიდან (რაც მოსახლეობის დაახლოებით 25%-ია) 85 000 ბავშვი ცხოვრობს ისეთ უკიდურეს გაჭირვებაში, სადაც ოჯახი დღეში 10 ლარსაც ვერ ხარჯავს მათ გამოსაკვებად და ჩასაცმელად.

პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ პრობლემა მხოლოდ აბსოლუტურ სიღატაკეს არ ეხება - ბავშვების 75%-ის ოჯახი ვერ სწევს საშუალო ხარჯსაც კი, რაც დაახლოებით, 600 ლარია:

"ეს იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, თუ ვის ეხება აბსოლუტური სიღატაკე, სადაც ციფრებით მანიპულირებენ და ამტკიცებენ, რომ მაჩვენებელი 20%-დან 9%-მდე შემცირდა - რეალურად თითქმის ყველა ღარიბია. მე საშუალო კლასს იმით ვზომავ, თუ რამდენ ადამიანს დაჰყავს შვილი კერძო სკოლაში. აი, ეს არის ჩვენი საშუალო კლასი - ბავშვების დაახლოებით, 12%. დღეს ხელისუფლების წარმომადგენელთა შვილების უდიდესი უმრავლესობა კერძო სკოლაში დადის. საჯარო სკოლები კარგი რომ იყოს, საკუთარ შვილებს ხომ იქ მიიყვანდნენ?!“.

მისივე შეფასებით, სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირის პირდაპირი შედეგია მასობრივი ემიგრაციაც. თამარ ჩერგოლეიშვილის ინფორმაციითვე, 2018 წლის (საქსტატია) მონაცემებით, 55 000 ბავშვი იზრდებოდა ისეთ ოჯახში, სადაც ერთი ან ორივე მშობელი საზღვარგარეთ იმყოფებოდა, მას შემდეგ კი უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ (160 000-ით მეტი გასული) ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა.

„ათობით ათასი ბავშვი "ვიდეო ქოლებით" იზრდება, რაც ქვეყანაში არსებულ მძიმე რეალობაზე მეტყველებს. ამას რომ თავი დავანებოთ, რამდენიმე თვის წინ ორი ბავშვი მოკლეს - დავით ნარიმანიძე და ნიკოლოზ ღუნაშვილი. ესეც სახელმწიფოს გულგრილობის შედეგია. ამ ყველაფერს თავისი სისტემური მიზეზები აქვს და მხოლოდ ერთი კონკრეტული პრობლემით არ არის გამოწვეული", - თქვა მან.

"წერტილთან" ინტერვიუში პოლიტიკოსმა ისაუბრა პარტიის ხედვაზეც, თუ როგორ წარმოუდგენიათ მომავალი თაობის სიღარიბისგან დახსნა.

თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ბავშვთა სიღარიბიდან დახსნას არ აქვს “ერთი მარტივი, პოპულისტური ფორმულა” (როგორიცაა, მაგალითად, საყოველთაო უფასო კვება, სადაც ხარისხის კონტროლი ჭირს). მისი აზრით, გამოსავალი ოჯახების სიღარიბიდან ამოყვანასა და ფუნდამენტურ, სისტემურ ცვლილებებშია:

დამოუკიდებელი სასამართლო - თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, დამოუკიდებელი სასამართლო აღმოფხვრის კორუფციას ტენდერებსა და შესყიდვებში.

რეალური თვითმმართველობა - “ადგილობრივ დონეზე ძალაუფლებისა და პასუხისმგებლობის გადაცემით მოქალაქე პასუხს მოსთხოვს საკუთარ მერს, რომელსაც თავის გასამართლებლად ვერ ექნება ის, რომ ცენტრალური ხელისუფლებისკენ გაიშივროს ხელი - აი, რა მოწყალებას მოიღებს თბილისიო. შესაბამისად, სასამართლო და თვითმმართველობის რეფორმები არის ის ორი სისტემური ცვლილება, რაც აუცილებელია სიღარიბის დასაძლევად” - თქვა პოლიტიკოსმა.

განათლების რეფორმა და სრული ვაუჩერიზაცია - „ფედერალისტების“ გეგმის მიხედვით, უნდა მოხდეს განათლების დაფინანსების სისტემის სრული ცვლილება. “ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საჯარო სკოლაშიც ისეთივე ხარისხის განათლება მიიღოს, როგორსაც კერძო სკოლები იძლევიან. ამისთვის საჭიროა, დაფინანსების წესის სრული ცვლილება და ვაუჩერების გათანაბრება. ჩვენ ვგეგმავთ სრულ ვაუჩერიზაციას - თითოეული მოსწავლე სახელმწიფოსგან წლიურად 4 000-ლარიან ვაუჩერს მიიღებს. ამის რესურსი სახელმწიფოს ნამდვილად აქვს”, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ვაუჩერული სისტემა სკოლებს შორის კონკურენციას და შესაბამისად, განათლების ხარისხს გაზრდის.

მისი განმარტებით, აღნიშნული რეფორმისთვის საჭირო თანხა (დაახლოებით, 2.6 მილიარდი ლარი) ბიუჯეტში სრულად მოიძებნება არა - ახალი ვალების აღებით, არამედ კორუფციული ხარჯების, გაბერილი ბიუროკრატიული აპარატისა და არაეფექტური სახელმწიფო პროექტების შემცირების ხარჯზე.

რაც შეეხება სკოლებში ფორმების სავალდებულო წესით არსებობას, პოლიტიკოსი მას “კორუფციის ბუდედ” აფასებს და მიიჩნევს, რომ ეს საკითხი სრულად სკოლისა და მშობლების გადასაწყვეტი უნდა იყოს და არა - ცენტრალური ხელისუფლების.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„იმედის“ მფლობელ ჰოლდინგში წილების 70% ჯამში 700 ლარად გაიყიდა

„იმედის“ მფლობელ ჰოლდინგში წილების 70% ჯამში 700 ლარად გაიყიდა

BM.GE

City Mall-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები ნაწილ-ნაწილ გადახდით პირველად სარგებლობისას ქეშბექს მიიღებენ

City Mall-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები ნაწილ-ნაწილ გადახდით პირველად სარგებლობისას ქეშბექს მიიღებენ

BM.GE

"იმედის" მესაკუთრეთა შემადგენლობა და წილები ისევ შეიცვალა

"იმედის" მესაკუთრეთა შემადგენლობა და წილები ისევ შეიცვალა

BM.GE

Tesla-მ "მფრინავი" ელექტრომობილი - Roadster-ი წარადგინა

Tesla-მ "მფრინავი" ელექტრომობილი - Roadster-ი წარადგინა

BM.GE