მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ავარიის საფრთხის გამო, Honda-მ 880 000-ზე მეტი ავტომობილი გამოიხმო
ავარიის საფრთხის გამო, Honda-მ 880 000-ზე მეტი ავტომობილი გამოიხმო

ავარიის საფრთხის გამო, Honda-მ 880 000-ზე მეტი ავტომობილი გამოიხმო

BM.GE11 ივნისი, 2026, 17:56|bm.ge

ავტომობილების უსაფრთხოების ამერიკული რეგულატორის განცხადებით, იაპონური ავტოგიგანტი Honda უკანა საკიდის კომპონენტების შესაძლო გაუმართაობის გამო, 880 514 ავტომობილს უკან გაიწვევს, რადგან აღნიშნული დეფექტი მგზავრების დაშავების ან ავარიის რისკს საგრძნობლად ზრდის.

როგორც ირკვევა, საავტომობილო კომპანიის ეს გადაწყვეტილება უკანა ქვედა ჩარჩოს ეხება, რომელიც დროთა განმავლობაში შესაძლოა კოროზიამ დააზიანოს. არსებული ინფორმაციით, კოროზიული პროცესები მართვის კონტროლის დაკარგვას იწვევს, თუმცა მწარმოებლის წინასწარი შეფასებით, ხარვეზი გაწვეული სატრანსპორტო საშუალებების მხოლოდ 1%-ს აღმოაჩნდება.

ამასთან, ავტორიზებული დილერები გამოვლენილ ხარვეზს სრულიად უფასოდ აღმოფხვრიან, შესაბამისი შეტყობინებების გაგზავნა კი მიმდინარე წლის 7 ივლისიდან დაიწყება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ უსაფრთხოების ეს ზომა აშშ-ის 23 შტატსა და კოლუმბიის ოლქში რეალიზებულ კონკრეტულ მოდელებს მოიცავს. პროცედურა ეხება 2016-2022 წლებში გამოშვებულ Honda Pilot-ის, 2017-2023 წლების Ridgeline-ის, 2019-2023 წლების Passport-ისა და პრემიუმ ბრენდის, 2014-2020 წლების Acura MDX-ის მოდელებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE