მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ავიაკომპანიებს ფასდაკლებებით უწევთ მგზავრების მოზიდვა" - რა შეცვალა ირანის ომმა საავიაციო ბაზარზე?
"ავიაკომპანიებს ფასდაკლებებით უწევთ მგზავრების მოზიდვა" - რა შეცვალა ირანის ომმა საავიაციო ბაზარზე?

"ავიაკომპანიებს ფასდაკლებებით უწევთ მგზავრების მოზიდვა" - რა შეცვალა ირანის ომმა საავიაციო ბაზარზე?

BM.GE11 ივლისი, 2026, 14:15|bm.ge

საავიაციო სექტორი, რომელიც პოსტპანდემიური პერიოდის შემდეგ სტაბილურობას ელოდა, ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. "ჰერაკლიონის საერთაშორისო აეროპორტის" საავიაციო განვითარების დირექტორი დეა მაჭავარიანი ამბობს, რომ სექტორისთვის წლევანდელი „სიურპრიზი“ ირანის ირგვლივ განვითარებული საომარი მოქმედებები აღმოჩნდა, რამაც ბაზარზე არასტაბილურობა კიდევ ერთხელ გაამძაფრა.

მისი თქმით, რადიკალურად შეიცვალა მგზავრების ქცევა და თუ ადრე ევროპელი მომხმარებელი ბილეთებს 1,5 წლით ადრე ყიდულობდა, ახლა ეს პერიოდი 4-6 კვირამდე არის შემცირებული. ეს ტენდენცია ავიაკომპანიებს აიძულებს, აგრესიული ფასდაკლებების პოლიტიკას მიმართონ.

„ავიაკომპანიები ყველანაირად ცდილობენ მოიზიდონ მგზავრები და აწესებენ ძალიან მაღალ ფასდაკლებებს. ჩვენ, როგორც აეროპორტი, ვხედავთ საბოლოო შედეგს: ვხედავთ რომ არის ზრდა, კარგი დატვირთვა, რეისები სავსე, მაგრამ ძირითადი დარტყმა მოდის, ავიაკომპანიების გაყიდვებზე და ჩვენს, ჰერაკლიონის შემთხვევაში, სასტუმროებზე, რომლებიც ავიაკომპანიებთან ერთად ცდილობენ წარმოადგინონ დიდი ფასდაკლების პაკეტები იმისთვის, რომ მგზავრებმა აირჩიონ მათი მიმართულება“, - ამბობს „საქმის კურსთან“ დეა მაჭავარიანი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ავიაკომპანიებს აქვთ საწვავის მარაგები, თუმცა თუ ვითარება არ შეიცვლება, წლის ბოლოსკენ კომპანიებს არამოგებიანი რეისების შეჩერება და ფასების ზრდის კუთხით კორექტირება მოუწევთ.

„წლის ბოლომდე ვფიქრობ, რადიკალურად არაფერი შეიცვლება, იმიტომ რომ ავიაკომპანიების უმეტესობას, ყოველ შემთხვევაში ზაფხულის სეზონის ბოლომდე, აქვთ დარეზერვებული საწვავის ფასები, თუმცა წლის ბოლოდან თუ სიტუაცია არ დასტაბილურდა, სავარაუდოდ ზრდას ექნება ადგილი, იმიტომ რომ ავიაკომპანიებმა შეთავაზებული ფასდაკლებები რაღაც მომენტში უნდა ამოიღონ. საწვავის დეფიციტიც არ მგონია რომ დადგეს, ალბათ უფრო არამოგებიანი მიმართულებების ხარჯზე იქნება ეს მარშრუტები გადათამაშებული - ანუ ავიაკომპანიები გადახედავენ იმ მიმართულებებს საიდანაც კომერციული შემოსავალი პატარაა და ის მიმართულებები გაუქმდება“, - განმარტავს მაჭავარიანი.

დეა მაჭავარიანის ინფორმაციით, ჰერაკლიონის აეროპორტში, იმის გამო, რომ ეს მიმართულება ყველაზე მოთხოვნადი საზაფხულო მიმართულებაა, ამ ეტაპზე ყველა ავიაკომპანია ჩვეულ რეჟიმში დაფრინავს და მგზავრთნაკადი 6-თვიან ჭრილში 6%-იან ზრდას აჩვენებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„თრეველფაის“ მომხმარებლისთვის ტურისტული პაკეტის თანხის დაბრუნებაზე უარისთვის დარღვევა დაუდგინდა - GCCA

„თრეველფაის“ მომხმარებლისთვის ტურისტული პაკეტის თანხის დაბრუნებაზე უარისთვის დარღვევა დაუდგინდა - GCCA

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

დღეიდან 26 აგვისტოს ბოლომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანთში ამინდი გაუარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტო

დღეიდან 26 აგვისტოს ბოლომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანთში ამინდი გაუარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტო

BM.GE

რუსთავში, 33 კგ ნატკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე ₾6 მილიონია - შსს

რუსთავში, 33 კგ ნატკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე ₾6 მილიონია - შსს

BM.GE