მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსთავში, 33 კგ ნატკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე ₾6 მილიონია - შსს
რუსთავში, 33 კგ ნატკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე ₾6 მილიონია - შსს

რუსთავში, 33 კგ ნატკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე ₾6 მილიონია - შსს

BM.GE25 აგვისტო, 2026, 16:42|bm.ge

რუსთავში, 33 კგ ნატკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე ₾6 მილიონია - ინფორმაციის შსს ავრცელებს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დავით კიკნაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას ყოველდღიურად, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.

"ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ნარკოტიკების უკანონოდ ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ, კომპლექსურად ჩატარებული მორიგი საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ქალაქ რუსთავში, დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე.

ბრალდებულების ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით 33 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "ტეტრაჰიდროკანაბინოლი", ე.წ. ჰაშიში, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 6 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნული ნარკოტიკის ნაწილი დაკავებულ პირებს, ამავე ბინაში ავტომანქანის საბურავებში ჰქონდათ გადამალული.

სამართალდამცველების მიერ რუსთავში, ბრალდებულების კიდევ ერთი საცხოვრებელი ბინიდან და სასტუმროს ნომრიდან, ასევე ამოღებულია, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, „ჰეროინი“ და „მეთადონი“.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები შეთანხმებულად მოქმედებდნენ და ნარკოტიკის რეალიზაციას სხვადასხვა მეთოდით გეგმავდნენ, თუმცა სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების შედეგად დანაშაულებრივი განზრახვა ვერ განახორციელეს.

გარდა აღნიშნული პირებისა, გასული რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა კიდევ 24 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 15 პირია.

აღნიშნული პირები ნარკოდანაშაულებრივ სქემებში სხვადასხვა ფორმით იყვნენ ჩართულები, მათ შორის, იყენებდნენ როგორც ინტერნეტაპლიკაციებს, ასევე, ხელიდან ხელში გადაცემის მეთოდსა და ნარკოტიკების კონკრეტულ ადგილებში განთავსების ხერხს.

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ფული.

ასევე, ამოღებულია, სპეციალურად მოწყობილი სათბურები, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო კულტივირება ხდებოდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 19 – 260-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანისა და გავრცელების აღკვეთის მიზნით შესაბამის კომპლექსურ ღონისძიებებს", - აცხადებენ შსს-ში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კაიმანის კუნძულებზე არსებული კომპანიიდან "თანაინვესტირების ფონდის" აქტივები ეკატერინე ხვედელიძის სახელზე გადაფორმდა

კაიმანის კუნძულებზე არსებული კომპანიიდან "თანაინვესტირების ფონდის" აქტივები ეკატერინე ხვედელიძის სახელზე გადაფორმდა

BM.GE

გასული კვირაში "ზემო ლარსის" გამშვები პუნქტი 113 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა - მედია

გასული კვირაში "ზემო ლარსის" გამშვები პუნქტი 113 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა - მედია

BM.GE

ახალი სანქციების გამო, ირანული ვალუტა რეკორდულად გაუფასურდა

ახალი სანქციების გამო, ირანული ვალუტა რეკორდულად გაუფასურდა

BM.GE

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით ტაშკენტში საერთაშორისო ბიზნესგამოფენა „საქართველო - უზბეკეთი აბრეშუმის გზა“ გაიმართება

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით ტაშკენტში საერთაშორისო ბიზნესგამოფენა „საქართველო - უზბეკეთი აბრეშუმის გზა“ გაიმართება

BM.GE