
ავოკადოს იმპორტი გაიაფდა|რომელი ქვეყნებიდან შემოდის?
მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველოში ავოკადოს იმპორტი გაიზარდა, თუმცა საშუალო საიმპორტო ფასი შემცირებულია. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, იანვარ-ივნისის პერიოდში ქვეყანაში 3,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1280 ტონა ავოკადო შემოვიტანეთ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ავოკადოს იმპორტმა 2,6 მლნ აშშ დოლარი და 982 ტონა შეადგინა. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ავოკადოს იმპორტი გაზრდილია, ხოლო საშუალო საიმპორტო ფასი დაახლოებით 3%-ითაა შემცირებული.
აღსანიშნავია, რომ ავოკადოს იმპორტი საქართველოში წლიდან წლამდე მზარდია. გთავაზობთ ბოლო 5 წლის ტენდენციას:
2020 წელი - 838 200 აშშ დოლარი, 310 ტონა
2021 წელი - 1,1 მლნ აშშ დოლარი, 420 ტონა
2022 წელი - 1,5 მლნ აშშ დოლარი, 998 ტონა
2023 წელი - 2,5 მლნ აშშ დოლარი 1700 ტონა
2024 წელი - 4,4 მლნ აშშ დოლარი, 1894 ტონა
2025 წელი - 5,4 მლნ აშშ დოლარი, 2050 ტონა
რაც შეეხება საიმპორტო ქვეყნებს, მიმდინარე წლის მონაცემებით, მთავარი ბაზარი, სადაც ავოკადოს ვყიდულობთ, ნიდერლანდებია. მას მოჰყვება თურქეთი და ისრაელი.
ნიდერლანდები - 2,2 მლნ აშშ დოლარი, 668 ტონა
თურქეთი - 877 400 აშშ დოლარი, 492 ტონა
ისრაელი - 170 200 აშშ დოლარი, 56 ტონა
ლიბანი - 88 900 აშშ დოლარი, 41 ტონა
კენია - 43 500 აშშ დოლარი, 21 ტონა
უგანდა - 1800 აშშ დოლარი, 700 კგ.
BM.GE
წყარო: bm.ge