მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს
ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

BM.GE31 ივლისი, 2026, 22:09|bm.ge

ტერორიზმის მხარდამჭერ პოსტებთან ბრძოლის სავარაუდო ჩავარდნის გამო, ავსტრალიამ Telegram-ის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყო - ამის შესახებ ქვეყნის ინტერნეტმარეგულირებელმა განაცხადა.

უსაფრთხოების კომისრის (eSafety) ოფისმა ეს ზომები მას შემდეგ მიიღო, რაც Telegram-მა ტერორისტული სიკვდილით დასჯისა და მასობრივი სროლების ამსახველი ვიდეოები არ წაშალა.

"ეს საქმე ეხება კონტენტს, რომელიც უახლეს ისტორიაში ექსტრემისტული ძალადობის ყველაზე რეზონანსულ აქტებს, მათ შორის კრაისტჩერჩისა და ბაფალოს ტერაქტებს უკავშირდება. მივიჩნევთ, რომ ეს კონტენტი პლატფორმაზე ხელმისაწვდომი რჩებოდა მას შემდეგაც, რაც Telegram-მა ოფიციალური გაფრთხილება მიიღო", - განაცხადა ელექტრონული უსაფრთხოების კომისარმა, ჯული ინმან გრანტმა.

განცხადების თანახმად, ავსტრალიის სტანდარტების შეუსრულებლობამ შესაძლოა, 54.6 მილიონ ავსტრალიურ დოლარამდე (38 მილიონი აშშ დოლარი) სამოქალაქო ჯარიმები გამოიწვიოს.

"ჩვენ უარყოფთ ამ ბრალდებებს და მათ სასამართლოში გავასაჩივრებთ", - განაცხადა საპასუხოდ Telegram-ის წარმომადგენელმა.

პრესსპიკერმა დასძინა, რომ Telegram-ის ტერორიზმთან ბრძოლის ძალისხმევა დოკუმენტირებულია, რადგან მხოლოდ 2026 წელს პლატფორმამ ათასობით ექსტრემისტული ჯგუფი დაბლოკა.

სასამართლო სარჩელში უწყება აღნიშნავს, რომ ავსტრალიელმა მომხმარებლებმა 2025 წლის ივლისიდან ოქტომბრამდე პერიოდში პლატფორმაზე 12 ტერორისტული ხასიათის პოსტი გაასაჩივრეს, რომელთაგან სამი ტერორისტულ მასალას შეიცავდა. თუმცა პლატფორმამ აქედან 10 პოსტი არ წაშალა და არც ის ანგარიშები დაბლოკა, რომლებმაც ეს მასალები გამოაქვეყნეს.

კომპანიის მონაცემებით, Telegram-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ჩამოტვირთვადი აპლიკაციაა, რომელსაც ყოველთვიურად 1 მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. მისმა დამფუძნებელმა, რუსეთში დაბადებულმა პაველ დუროვმა ქვეყანა 2014 წელს დატოვა, 2017 წელს კი სათავო ოფისთან ერთად დუბაიში გადავიდა.

პლატფორმა უკრაინაში რუსეთის ომის შესახებ ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროდ იქცა, რომელსაც მოსკოვსა და კიევში ოფიციალური პირები აქტიურად იყენებენ.

მიმდინარე კვირას დუროვს ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობის ბრალდება რუსეთმაც წაუყენა და განაცხადა, რომ აპლიკაციას უკრაინელი ჯაშუშები რუსეთის შიგნით თავდასხმების დასაგეგმად იყენებდნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სასამართლო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 75 სტატია.

  • ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს, მას სასამართლოს შეურაცხყოფას ედავებიანფორმულა
  • სპეცრაზმელების მიერ ნაცემი ზვიად მაისაშვილი სასამართლო პროცესზე დღესაც არ შეუშვესტვ პირველი
  • სასამართლო ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ამ წუთებში მსჯელობსრუსთავი 2
  • სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა აქტიურად მიმდინარეობს - ქვეყნის მასშტაბით სასამართლო პროცესები ფაქტობრივად ყოველდღიურად ტარდებაიმედი
სასამართლო →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება

საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება

BM.GE

„ფეხბურთი კერძო ინვესტორებს არ ეკუთვნის“ - UEFA FIFA-ს ინიციატივას აკრიტიკებს

„ფეხბურთი კერძო ინვესტორებს არ ეკუთვნის“ - UEFA FIFA-ს ინიციატივას აკრიტიკებს

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა

BM.GE

საქართველოში დიუშენის მქონე 80-მდე პაციენტიდან „ჯივინოსტატი“, სავარაუდოდ, 35-ისთვის იქნება რელევანტური - სარჯველაძე

საქართველოში დიუშენის მქონე 80-მდე პაციენტიდან „ჯივინოსტატი“, სავარაუდოდ, 35-ისთვის იქნება რელევანტური - სარჯველაძე

BM.GE