მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა

„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა

BM.GE4 ნოემბერი, 2026, 20:28|bm.ge

„ავტო გალერის“ ახალი ბრენდი შეემატა - „თეგეტა ქარსში“ შემავალმა კომპანიამ პორტფელი გააფართოვა და Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა საქართველოში. პირველი ერთეულები, კვადროციკლები და ბაგები (ე.წ. side-by-side ტექნიკა) უკვე საქართველოშია. ტექნიკა მომხმარებლებისთვის „ავტო გალერის“ თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ფილიალებში იქნება ხელმისაწვდომი.

ნოდარ ჭირაქაძე, „ავტო გალერის“ დირექტორი: „Segway Powersports-ის შემოყვანა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ლოგიკური ნაბიჯია. „ავტო გალერი“ აქტიურად ვითარდება ოფროუდის მიმართულებით. Polaris-ის ოფიციალური წარმომადგენლობით უკვე ერთ-ერთი მოწინავე მოთამაშე ვართ ამ სეგმენტში. ცოტა ხნის წინ Ineos Grenadier-ის ოფიციალური წარმომადგენლებიც გავხდით.

მსგავსი ტიპის მობილობისადმი ინტერესი საქართველოში ძალიან დინამიკურად იზრდება. სამი წლის წინ ამ ტექნიკის შესახებ ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა, დღეს კი ის უკვე ფართო აუდიტორიისთვისაა ნაცნობი. სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს აქტიურ დასვენებას ბუნებაში, თავგადასავლებსა და ექსტრემალურ გამოცდილებებს. სწორედ ამ ინტერესების მქონე ადამიანებს მოვიაზრებთ Segway Powersports-ის მთავარ მომხმარებლებად – მათ, ვისაც უყვართ ბუნებაში დროის გატარება, ახალი ადგილების აღმოჩენა, ადრენალინი და ისეთი გამოცდილებები, რომელთა მიღებაც მსგავსი ტიპის ტრანსპორტით გადაადგილებას უკავშირდება. ამიტომ ვერ გავუშვებდით ხელიდან შესაძლებლობას, ჩვენს პორტფელს შემატებოდა ისეთი დიდი და სწრაფად მზარდი ბრენდი, როგორიც Segway Powersports-ია“.

„ავტო გალერიში“ ამ ეტაპზე Segway Powersports-ის სამი ტიპის კვადროციკლი და სამი ტიპის ბაგია წარმოდგენილი. კვადროციკლები საშუალო და მაღალი სიმძლავრისაა - მათი ძრავის მოცულობა 500-დან 1 000 კუბურ სანტიმეტრამდეა. განსაკუთრებული ინტერესი ბრენდის ფლაგმანი მოდელის - Super Villain-ის - ბაგის მიმართ არის მიპყრობილი. მას 2-ლიტრიანი, ტურბინით გაძლიერებული ძრავა აქვს, რომლის სიმძლავრე 235 ცხენის ძალაა.

„Segway-ს საკონკურენციო უპირატესობა მისი ტექნიკური მახასიათებლები და სრულყოფილი საბაზისო აღჭურვილობაა. მოდელებში სტანდარტულად არის ინტეგრირებული როგორც ექსტრემალური პერფორმანსის, ისე მაქსიმალური კომფორტის სპეციფიკაციები: გაძლიერებული საკიდი სისტემა, დამცავი სახურავი, საქარე მინები და მონიტორი უკანა ხედვის კამერით.

ბრენდს მომხმარებლების ძალიან კარგი შეფასებებიც აქვს. მართალია, ქართველი მომხმარებლის უკუკავშირი ჯერ არ გვაქვს, რადგან ბრენდი ქვეყანაში სულ ახლახან შემოვიყვანეთ, მაგრამ სხვა ბაზრების გამოცდილებით ვიცით, რომ ტექნიკა ძალიან გამძლეა. ამ სფეროში ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან ასეთ ტექნიკას ხშირად საკმაოდ ექსტრემალურ პირობებში უწევს ექსპლუატაცია“, - ამბობს ნოდარ ჭირაქაძე.

„ავტო გალერი“ Segway Powersports-ს არამარტო საცალო სეგმენტში წარადგენს - ბრენდი საინტერესოა კორპორაციული მომხმარებლისთვისაც, მათ შორის, იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც მსგავსი ტექნიკა, მათი საქმიანობიდან გამომდინარე, ექსტრემალურ პირობებში გადაადგილებისთვის სჭირდებათ.

როგორც Segway Powersports-ის ოფიციალური წარმომადგენელი, „ავტო გალერი“ მომხმარებლებს სრულ სერვისს სთავაზობს. ქარხნული გარანტიის ფარგლებში, მომხმარებლები სრულ საგარანტიო მომსახურებას მიიღებენ. გარდა ამისა, კომპანიის სერვისცენტრი ნებისმიერ საგარანტიო, არასაგარანტიო თუ გეგმურ მომსახურებას უზრუნველყოფს. ხელმისაწვდომია სათადარიგო ნაწილები და აქსესუარებიც.

Segway Powersports გლობალური ჯგუფის, Segway-Ninebot-ის წევრი კომპანიაა. მისი ისტორია აშშ-ში დაიწყო, დღეს კი ის ჩინური ტექნოლოგიური ჯგუფის საკუთრებაა. ბრენდი, რომელიც თავდაპირველად 1999 წელს დაარსდა და მოგვიანებით ჩინურმა კომპანია Ninebot-მა შეიძინა, 2018 წლიდან მძლავრი უგზოობის ტექნიკის ბაზარზეც ოპერირებს, სადაც პრემიუმ კლასის კვადროციკლებსა (ATV) და სპორტულ ბაგებს (UTV/SSV) აწარმოებს. სლოგანით FEAR NO PLACE ბრენდის მთავარი ტექნოლოგიური უპირატესობა ინდუსტრიაში პირველი პატენტირებული ჰიბრიდული ძრავის სისტემა Hybrid Powertrain-ია, რომელიც მომენტალურ აჩქარებასა და მაქსიმალურ სიმძლავრეს უზრუნველყოფს. Segway Powersports დღეს ამ სეგმენტის ერთ-ერთ მოწინავე ბრენდად მიიჩნევა.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერი“ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მულტიბრენდული შოურუმი მომხმარებელს ერთ სივრცეში სთავაზობს როგორც ახალ, ისე მეორადი ავტომობილების ფართო არჩევანს. კომპანიის შოურუმები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმშია განთავსებული. „ავტო გალერიში“ წარმოდგენილია ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: Mazda, Volvo, Porsche, Geely, Zeekr და სხვა. გარდა ავტომობილებისა, „ავტო გალერი“ Polaris-ისა და Indian-ის, ასევე Segway-სა და Club Car-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს გაწევრიანება კვლავ შეჩერებულია, კანდიდატად ისევ მხოლოდ ფურცელზე რჩება - გაფართოების ანგარიში

საქართველოს გაწევრიანება კვლავ შეჩერებულია, კანდიდატად ისევ მხოლოდ ფურცელზე რჩება - გაფართოების ანგარიში

BM.GE

ველტმა უძრავი ქონების გამოფენაში “საუკეთესო კონცეფციის სტენდის” ჯილდო მოიპოვა

ველტმა უძრავი ქონების გამოფენაში “საუკეთესო კონცეფციის სტენდის” ჯილდო მოიპოვა

BM.GE

გიორგი ნიკოლაძის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება

გიორგი ნიკოლაძის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება

BM.GE

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში '“თბილისობა'' გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში '“თბილისობა'' გაიმართება

BM.GE