მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ველტმა უძრავი ქონების გამოფენაში “საუკეთესო კონცეფციის სტენდის” ჯილდო მოიპოვა
ველტმა უძრავი ქონების გამოფენაში “საუკეთესო კონცეფციის სტენდის” ჯილდო მოიპოვა

ველტმა უძრავი ქონების გამოფენაში “საუკეთესო კონცეფციის სტენდის” ჯილდო მოიპოვა

BM.GE4 ნოემბერი, 2026, 20:40|bm.ge

საინჟინრო სისტემებისა და მასალების იმპორტიორმა კომპანია ველტმა 2026 წლის უძრავი ქონების გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებამ ერთ სივრცეში გააერთიანა საქართველოს უძრავი ქონების წამყვანი კომპანიები და მათ ვიზიტორებისთვის უახლესი დეველოპერული პროექტების წარმოჩენის შესაძლებლობა მისცა.

გამოფენაზე ველტმა ვიზიტორებს საკუთარი პორტფოლიოს უახლესი ბრენდების პროდუქცია წარადგინა და გამორჩეული დიზაინისთვის გამოფენის ორგანიზატორებისგან “საუკეთესო კონცეფციის სტენდის” ჯილდო მოიპოვა.

ღონისძიებაზე WELT-მა საკუთარი პორტფოლიოდან ევროპული, იაპონური და ჩინური ბრენდების — Daikin, Danfoss, Haier, Eelectron, TEM, Sunell და Technoplast — პროდუქცია წარმოადგინა. ექსპოზიცია მოიცავდა გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის, ელექტრობის, უსაფრთხოებისა და ავტომატიზაციის სისტემებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო “Smart Home” ტექნოლოგიებს, რომლებიც სხვადასხვა სისტემის ერთიან მართვასა და ყოველდღიური პროცესების ავტომატიზაციას უზრუნველყოფს. მსგავსი გადაწყვეტილებები თანამედროვე საცხოვრებელ სივრცეებში კომფორტის, უსაფრთხოებისა და ენერგიის ეფექტიან მოხმარებას უზრუნველყოფს.

„უძრავი ქონების გამოფენაში მონაწილეობა ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან შესაძლებლობა გვაქვს, უშუალოდ შევხვდეთ დეველოპერებსა და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს. თანამედროვე შენობის ხარისხს მხოლოდ არქიტექტურა ან მშენებლობა არ განსაზღვრავს — უვნიშვნელოვანესია სწორად შერჩეული და ხარისხიანი საინჟინრო სისტემები.” - აღნიშნავს ველტის მარკეტინგის ხელმძღვანელი ია მოდებაძე. “ჩვენი მიზანია, სექტორის წარმომადგენლებს და გამოფენის ვიზიტორებს გავაცნოთ ის საერთაშორისო ბრენდები და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, რომლებიც თანამედროვე მშენებლობის მოთხოვნებს პასუხობს.”

ველტი Infinity Ventures Holding-ის წევრი კომპანიაა, რომელიც საქართველოში საერთაშორისო ბრენდების საინჟინრო, კლიმატური, ავტომატიზაციისა და აუდიო-ვიდეო სისტემების იმპორტსა და დისტრიბუციას ახორციელებს. კომპანია თანამშრომლობს როგორც ბიზნესსექტორთან, ისე საცალო მომხმარებლებთან და ადგილობრივ ბაზარს მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიორგი ნიკოლაძის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება

გიორგი ნიკოლაძის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება

BM.GE

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში '“თბილისობა'' გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში '“თბილისობა'' გაიმართება

BM.GE

„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა

„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა

BM.GE

არჩევნების შედეგებმა ოქროს და ვერცხლის ფასები გაზარდა

არჩევნების შედეგებმა ოქროს და ვერცხლის ფასები გაზარდა

BM.GE