მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ავტოდაზღვევაში ზარალის დარეგულირების ხარჯები გაიზარდა … პოლისები დაახლოებით 10%-ით გაძვირდა - კოტე სულამანიძე
ავტოდაზღვევაში ზარალის დარეგულირების ხარჯები გაიზარდა … პოლისები დაახლოებით 10%-ით გაძვირდა - კოტე სულამანიძე

ავტოდაზღვევაში ზარალის დარეგულირების ხარჯები გაიზარდა … პოლისები დაახლოებით 10%-ით გაძვირდა - კოტე სულამანიძე

BM.GE9 ნოემბერი, 2026, 02:31|bm.ge

სადაზღვევო სექტორი იზრდება, თუმცა ბაზრის მონაწილეთა ნაწილის შეფასებით, ბრუნვის ზრდის მიუხედავად, კომპანიების მომგებიანობა პროპორციულად არ იზრდება. ამის მთავარი მიზეზი ზარალის დარეგულირების ხარჯების ზრდაა, რაც "ბბ დაზღვევის" გენერალური დირექტორის თქმით, ავტონაწილების გაძვირებას, განბაჟების პოლიტიკის ცვლილებას და ძველი მანქანების შემოყვანის შემცირებას უკავშირდება.

გაზრდილი ხარჯების საპასუხოდ, კი ავტოდაზღვევის მიმართულებით სადაზღვევო პრემიების კორექციამ წლიურად დაახლოებით 10% შეადგინა.

“ზარალიანობა გაზრდილია, თუმცა რაოდენობრივად იმდენად არ არის გაზრდილი, რამდენადაც უშუალოდ ზარალის დარეგულირების ხარჯებია გაზრდილი, ვინაიდან ავტომობილების ნაწილების ფასი გაიზარდა. როგორც იცით, ძველი მანქანების შემოყვანა გართულდა, რადგან საკმაოდ ძვირია მათ განბაჟება.

ძველი მანქანები, რომელიც შემოდიოდა, წარმოადგენდა ასევე სათადარიგო ნაწილს უკვე დაზიანებული მანქანის შეკეთების დროს და ამანაც გამოიწვია ნაწილების და შეკეთების ხარჯის ზრდა და ჯამში ეს ყველაფერი აისახება კომპანიების მომგებიანობაზე.

პრემიების კუთხით, ავტო მიმართულებაში პრემიების კორექცია დაახლოებით 10%-ია”,-აცხადებს კოტე სულამანიძე.

რაც შეეხება კომპანიის 9 თვის შედეგებს, ბბ დაზღვევის გენერალური დირექტორის თქმით, გაზრდილია საცალო მომსახურებიდან მოთხოვნა. სტაბილურად იზრდება კორპორატიული სეგმენტიც, თუმცა კოტე სულამანიძის თქმით, ეს ზრდა ციფრებში გამოისახება ზრდაში, მაგრამ კომპანიის მომგებიანობაზე ძალიან დიდი გავლენა არ აქვს, ვინაიდან ზარალის დარეგულირების ხარჯები ინფლაციის გამო საკმაოდ გაზრდილია.

ცნობისთვის, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს ჯერ სექტორის 9 თვის ფინანსური მაჩვენებლები გამოქვეყნებული არ აქვს, თუმცა სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბაზარი პირველ სამ კვარტალში 15%-იან ზრდას აჩვენებს.

წლის პირველი ნახევარი სადაზღვევო სექტორმა ასევე ზრდით დაასრულა. 6 თვეში ინდუსრიამ 930 მილიონი ლარის სადაზღვევო პრემია მოიზიდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16%-ით მეტია. მოზიდული პრემიის მიხედვით ბაზრის ლიდერ პოზიციებს თიბისი დაზღვევა, იმედი ლ და ალდაგი ინაწილებენ. ჯამურად 19 სადაზღვევო კომპანიას წლის პირველ ნახევარში 189 მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა, წმინდა მოგებამ კი 64 მილიონი ლარი შეადგინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„სეზონის გახსნის თარიღის ცოდნა მნიშვნელოვანია“ – რა სიახლეები დახვდებათ გუდაურში დამსვენებლებს?

„სეზონის გახსნის თარიღის ცოდნა მნიშვნელოვანია“ – რა სიახლეები დახვდებათ გუდაურში დამსვენებლებს?

BM.GE

რუსეთის წინააღმდეგ ახალი საზღვაო ალიანსი იქმნება

რუსეთის წინააღმდეგ ახალი საზღვაო ალიანსი იქმნება

BM.GE

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

BM.GE

"საქართველოში ბინის შიდა განვადებით შეძენა უფრო ადვილი გახდა, ვიდრე მტვერსასრუტის განვადებით ყიდვა"|ეკონომისტი

"საქართველოში ბინის შიდა განვადებით შეძენა უფრო ადვილი გახდა, ვიდრე მტვერსასრუტის განვადებით ყიდვა"|ეკონომისტი

BM.GE