მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ავტომობილების რეექსპორტის ახალი მოსაკრებელი დარგის კრიზისულ მდგომარეობას დაამძიმებს | ალექსი ნონიაძე
ავტომობილების რეექსპორტის ახალი მოსაკრებელი დარგის კრიზისულ მდგომარეობას დაამძიმებს | ალექსი ნონიაძე

ავტომობილების რეექსპორტის ახალი მოსაკრებელი დარგის კრიზისულ მდგომარეობას დაამძიმებს | ალექსი ნონიაძე

BM.GE16 ნოემბერი, 2026, 21:10|bm.ge

საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტის გაფორმებისთვის დაწესებული 450-ლარიანი მოსაკრებელი ავტოიმპორტიორებსა და დილერებს დამატებით ფინანსურ ტვირთად დააწვება. ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ალექსი ნონიაძის შეფასებით, ახალი გადასახადი ისედაც კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი დარგის ფინანსურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.

როგორც ნონიაძემ BM.GE-სთან საუბრისას განმარტა, ახალი მოსაკრებლის ამოქმედებით ავტომობილის რეექსპორტთან დაკავშირებული ჯამური ხარჯი 1 000 ლარს გადააჭარბებს. მიუხედავად იმისა, რომ გადასახადის გადახდა ფორმალურად მომხმარებელს ეკისრება, ბაზარზე არსებული მიწოდებისა და მოთხოვნის დისბალანსის გამო, ხარჯის მნიშვნელოვანი ნაწილის საკუთარ თავზე აღება ავტოიმპორტიორებსა და დილერებს უწევთ.

„რეექსპორტის გაფორმების ხარჯი იზრდება. როგორც გავარკვიეთ, შემოსავლების სამსახურის მიმართულებით 450 ლარის გადახდა იქნება საჭირო, ზოგიერთ შემთხვევაში კი შესაძლოა მეტიც. მანამდე მომსახურების სააგენტოში რეექსპორტთან დაკავშირებული ხარჯი საშუალოდ 610 ლარი იყო. შესაბამისად, ჯამურად მომხმარებელს ახლა უკვე 1 000 ლარზე მეტის გადახდა მოუწევს. ფორმალურად ეს გადასახადი მომხმარებელმა, ანუ მყიდველმა უნდა გადაიხადოს, თუმცა ჩვენს ბაზარზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, როდესაც მიწოდება მოთხოვნას აღემატება, ეს ხარჯი ფაქტობრივად გამყიდველზე გადადის. მყიდველი ავტომობილის შეძენისას დილერს სწორედ ამ თანხის შესაბამისი ფასდაკლების გაკეთებას სთხოვს. შედეგად, ავტოიმპორტიორსა და დილერს ამ მოსაკრებლის დაფარვა საკუთარი მოგებისა და შემოსავლის ხარჯზე უწევს.

რაც შეეხება დარგზე გავლენას, მდგომარეობა საკმაოდ რთულია. ეს სფერო ისედაც კრიზისშია და აღნიშნული გადასახადი დამატებით მძიმე ტვირთად დააწვება, პირველ რიგში, დილერებსა და ლოგისტიკურ კომპანიებს. მათ გაეზრდებათ ხარჯები, შეუმცირდებათ შემოსავლები და, საბოლოო ჯამში, ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი დარგის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება“, - განაცხადა ალექსი ნონიაძემ BM.GE-სთან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტის გაფორმების 450-ლარიანი მოსაკრებელი 2026 წლის 16 ნოემბრიდან, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი დადგენილების საფუძველზე ამოქმედდა. ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, რეექსპორტის ოპერაციის გაფორმებისთვის მსგავსი ტიპის მოსაკრებელი მანამდე განსაზღვრული არ ყოფილა. ახალი რეგულაციით კი შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურებისთვის 450 ლარის გადახდა გახდა საჭირო. ამასთან, რეექსპორტთან დაკავშირებული ხარჯები მოიცავს შსს მომსახურების სააგენტოს მომსახურების საფასურსაც, რომელიც მანამდე საშუალოდ 600 ლარზე მეტი იყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აქციების 29%-იანი ვარდნის შემდეგ აქციონერებმა Intel-ს სასამართლოში უჩივლეს

აქციების 29%-იანი ვარდნის შემდეგ აქციონერებმა Intel-ს სასამართლოში უჩივლეს

BM.GE

„უცვლელი სულის ახალი სხეული“: როგორ შეიქმნა „სუხიშვილების“ ახალი ვიზუალური იდენტობა

„უცვლელი სულის ახალი სხეული“: როგორ შეიქმნა „სუხიშვილების“ ახალი ვიზუალური იდენტობა

BM.GE

მეტროს ვაგონების რემონტიდან ₾41 მილიონის მითვისებისთვის, მერიის კონტრაქტორის დირექტორი დააკავეს

მეტროს ვაგონების რემონტიდან ₾41 მილიონის მითვისებისთვის, მერიის კონტრაქტორის დირექტორი დააკავეს

BM.GE

ოქტომბერში საქართველოში $286 მილიონის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა - ქვეყნების რეიტინგი

ოქტომბერში საქართველოში $286 მილიონის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა - ქვეყნების რეიტინგი

BM.GE