
ოქტომბერში საქართველოში $286 მილიონის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა - ქვეყნების რეიტინგი
2026 წლის ოქტომბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ, წინასწარი მონაცემებით, 286 მლნ აშშ დოლარი (746.3 მლნ ლარი) შეადგინა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეს 2025 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე 10.1%-ით, ანუ 32 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია.
ქვეყნების მიხედვით, ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი მოცულობა კვლავ აშშ-დან განხორციელდა. ოქტომბერში ამ ქვეყნიდან საქართველოში 63.39 მლნ აშშ დოლარი ჩაირიცხა, რაც წლიურად 6.23%-ით მეტია.
მეორე ადგილზე იტალია იყო, საიდანაც 53.97 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. წლიურ ჭრილში ეს მაჩვენებელი 0.16%-ით შემცირდა. მესამე პოზიციას გერმანია იკავებს 30.64 მლნ აშშ დოლარით, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.83%-იანი ზრდაა.
ტოპ ხუთეულში ასევე შედიან საბერძნეთი, საიდანაც 27.57 მლნ აშშ დოლარი (6.02%-იანი ზრდა), და ისრაელი, საიდანაც 26.3 მლნ აშშ დოლარი (13.12%-იანი ზრდა) ჩაირიცხა.
განსაკუთრებით მკვეთრი კლება რუსეთის ფედერაციიდან განხორციელებულ გზავნილებში დაფიქსირდა. ოქტომბერში რუსეთიდან საქართველოში 7.86 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც წლიურად 80.1%-ით ნაკლებია. თუმცა სავარაუდოდ, ნოემბრიდან რუსული ფულადი გზავნილები აღარ იქნება ასე მკვეთრად შემცირებული, რადგან გასული კვირის ბოლოდან საქართველოში Zolotaya Korona-მ საქმიანობა აღადგინა. გზავნილების აღნიშნული სისტემა მისი შუამავალი პროვაიდერის სანქცირების გამო, სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოში არ ოპერირებდა.
# ქვეყანა ჩარიცხული მოცულობა (მლნ. აშშ დოლარი) ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი 1 აშშ 63.39 6.23% 2 იტალია 53.97 -0.16% 3 გერმანია 30.64 2.83% 4 საბერძნეთი 27.57 6.02% 5 ისრაელი 26.3 13.12% 6 თურქეთი 11.34 10.37% 7 რუსეთის ფედერაცია 7.86 -80.10% 8 ესპანეთი 7.37 -4.04% 9 გაერთიანებული სამეფო 6.53 10.28% 10 საფრანგეთი 5.88 -3.60%
BM.GE
წყარო: bm.ge