მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აზერბაიჯანი ჩინურ კომპანიასთან მზისა და ქარის ენერგოპროექტების განხორციელებაზე მუშაობს
აზერბაიჯანი ჩინურ კომპანიასთან მზისა და ქარის ენერგოპროექტების განხორციელებაზე მუშაობს

აზერბაიჯანი ჩინურ კომპანიასთან მზისა და ქარის ენერგოპროექტების განხორციელებაზე მუშაობს

BM.GE12 სექტემბერი, 2026, 01:45|bm.ge

აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ჩინურ კომპანია China Energy International Group-თან განახლებადი ენერგიის ერთობლივი პროექტების განვითარების შესაძლებლობები განიხილა.

არსებული ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა ფარვიზ შაჰბაზოვმა და კორპორაციის აღმასრულებელმა პრეზიდენტმა ლინ სიაოდანმა ქვეყანაში პირველი საინვესტიციო პროექტის, 160 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის განხორციელების ეტაპები შეაფასეს.

მხარეებმა კასპიის ზღვაში ქარის ენერგიის ათვისების სამომავლო ნაბიჯები და ელექტროგადამცემი ქსელის კვლევის შედეგებიც დეტალურად განიხილეს. როგორ ირკვევა, ეს პარტნიორობა მიზნად ეროვნულ ქსელში ალტერნატიული გენერაციის უსაფრთხო ინტეგრაციას ისახავს.

საყურადღებოა, რომ აზერბაიჯანი ბოლო წლებში აქტიურად ავითარებს მზისა და ქარის იმ მსხვილ საინვესტიციო პროექტებს, რომლებშიც საერთაშორისო პარტნიორები მონაწილეობენ. კერძოდ, ქვეყანაში ახალი სადგურების მშენებლობა BP-ის, Masdar-ის, ACWA Power-ის, SOCAR Green-ისა და China Gezhouba Group Overseas Investment-ის თანამშრომლობით მიმდინარეობს.

როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ეს ინიციატივები უახლოეს წლებში ეროვნულ ენერგობალანსს ათასობით მეგავატ ახალ სიმძლავრეს შემატებს. ალტერნატიული გენერაციის ზრდა ბუნებრივ აირზე შიდა მოთხოვნას შეამცირებს და საერთაშორისო ბაზრებზე გაზის ექსპორტის გაფართოებას უზრუნველყოფს.

ცნობისთვის, ოფიციალური სტრატეგიის თანახმად, აზერბაიჯანის ენერგეტიკულ კალათაში განახლებადი წყაროების წილის გაზრდას 2035 წლისთვის 43%-მდე აპირებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„მხოლოდ განაცხადი საკმარისი არ არის“ - კონკურენციის სააგენტო დემპინგურ იმპორტსა და კონსულტაციებზე

„მხოლოდ განაცხადი საკმარისი არ არის“ - კონკურენციის სააგენტო დემპინგურ იმპორტსა და კონსულტაციებზე

BM.GE

ალქიმია რეალობაა? – სტარტაპმა ვერცხლისწყალი ოქროდ გარდაქმნა

ალქიმია რეალობაა? – სტარტაპმა ვერცხლისწყალი ოქროდ გარდაქმნა

BM.GE

ევროპულმა ლუქს-ბრენდებმა ჩინეთში მოთხოვნის შემცირებით €250 მილიარდი დაკარგეს - Financial Times

ევროპულმა ლუქს-ბრენდებმა ჩინეთში მოთხოვნის შემცირებით €250 მილიარდი დაკარგეს - Financial Times

BM.GE

რა გაძვირდა და გაიაფდა ყველაზე მეტად გასულ კვირას?

რა გაძვირდა და გაიაფდა ყველაზე მეტად გასულ კვირას?

BM.GE