მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აზერბაიჯანი საგადასახადო დავალიანებაზე საურავის განახევრებას გეგმავს
აზერბაიჯანი საგადასახადო დავალიანებაზე საურავის განახევრებას გეგმავს

აზერბაიჯანი საგადასახადო დავალიანებაზე საურავის განახევრებას გეგმავს

BM.GE6 ნოემბერი, 2026, 21:25|bm.ge

აზერბაიჯანის ხელისუფლება საგადასახადო ვალდებულებების დაგვიანებით შესრულებაზე დარიცხული საპროცენტო საურავის განახევრებას გეგმავს.

სააგენტო Report-ის ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელმა, ორხან ნაზარლიმ განაცხადა, რომ ინიციატივა თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე დაკისრებული საპროცენტო განაკვეთის განახევრებას ითვალისწინებს.

ამას გარდა, საკანონმდებლო პაკეტი გადამხდელების მიერ ფინანსური სანქციების უფრო სწრაფად დაფარვის წამახალისებელი დამატებითი მექანიზმების დანერგვასაც მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის, მრეწველობისა და მეწარმეობის კომიტეტის სხდომაზე წარდგენილი ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საექსპორტო საქმიანობის სტიმულირება იქნება.

ნაზარლის განმარტებით, დამატებითი საგადასახადო შეღავათები როგორც საქონლის, ისე მომსახურების ექსპორტით დაკავებულ გადამხდელებზე გავრცელდება. ეს ცვლილებები საერთაშორისო ბაზრებზე ადგილობრივი მეწარმეების გასვლას გააადვილებს და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს გაზრდის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, L'Occitane en Provence წარმოგიდგენთ 2026 წლის განსაკუთრებულ, საიუბილეო საახალწლო კოლექციას!

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, L'Occitane en Provence წარმოგიდგენთ 2026 წლის განსაკუთრებულ, საიუბილეო საახალწლო კოლექციას!

BM.GE

ადგილობრივი ექსპორტი 60%-ით გაიზარდა - ნიშნავს თუ არა ეს ადგილობრივი წარმოების ზრდას?

ადგილობრივი ექსპორტი 60%-ით გაიზარდა - ნიშნავს თუ არა ეს ადგილობრივი წარმოების ზრდას?

BM.GE

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებისთვის - მაკა ბოჭორიშვილი

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებისთვის - მაკა ბოჭორიშვილი

BM.GE

"ტექნოლოგიები მომავალი კი არა, ყოველდღიურობაა" – როგორ აფასებს ბიზნესი Industry Talks-ის პლატფორმას

"ტექნოლოგიები მომავალი კი არა, ყოველდღიურობაა" – როგორ აფასებს ბიზნესი Industry Talks-ის პლატფორმას

BM.GE