მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ტექნოლოგიები მომავალი კი არა, ყოველდღიურობაა" – როგორ აფასებს ბიზნესი Industry Talks-ის პლატფორმას
"ტექნოლოგიები მომავალი კი არა, ყოველდღიურობაა" – როგორ აფასებს ბიზნესი Industry Talks-ის პლატფორმას

"ტექნოლოგიები მომავალი კი არა, ყოველდღიურობაა" – როგორ აფასებს ბიზნესი Industry Talks-ის პლატფორმას

BM.GE6 ნოემბერი, 2026, 21:10|bm.ge

BMG-ისა და BDO Digital-ის ერთობლივ ფორუმზე – Industry Talks 1.0 | Retail Transformation – ციფრული ტრანსფორმაციის აუცილებლობაზე, პროცესების ავტომატიზაციასა და გამოცდილების გაცვლის მნიშვნელობაზე კერძო კომპანიების ხელმძღვანელებმაც ისაუბრეს.

ბიზნესის წარმომადგენელთა შეფასებით, ტექნოლოგიების გარეშე მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილება და კომპანიების პროდუქტიულობის ზრდა დღეს უკვე წარმოუდგენელია, მსგავსი ღონისძიებები კი მათ წარმატების თუ წარუმატებლობის ისტორიების შესწავლასა და გააზრებაში ეხმარებათ.

ფორუმის მონაწილე პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები საკუთარ ხედვებსა და მოლოდინებს BMG-სთან აზიარებენ.

"დეილი ჯგუფის" IT დირექტორი ვანო მესტიაშვილი ყურადღებას ტექნოლოგიების გავლენაზე საბოლოო მომხმარებლის კმაყოფილებაზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ ყოველდღიურ ოპერაციებში ინოვაციების ინტეგრაცია განვითარების უალტერნატივო გზაა.

"ზოგადად, ასეთი ტიპის ღონისძიებების ორგანიზება ძალიან მნიშვნელოვანია სექტორის განვითარებისთვის. კომპანიებს გვეძლევა შესაძლებლობა, ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთ, ვისაუბროთ საკუთარი აღმოჩენების შესახებ, რაც საბოლოო ჯამში ყველას გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ უფრო ეფექტიანები, პროდუქტიულები და მომხმარებელს უკეთესი შეთავაზება გავუკეთოთ. მთელი არსი ამ ღონისძიების სწორედ ეს არის.

ციფრული ტრანსფორმაცია დღევანდელ მოცემულობაში გადამწყვეტია. ტექნოლოგიების გარეშე იმ პროდუქტიულობის მიღწევა, რაც აუცილებელია საბოლოო მომხმარებლის კმაყოფილებისთვის, თითქმის შეუძლებელია. დღეს ბიზნესის განვითარებისა და გაუმჯობესების ყველაზე მნიშვნელოვან გზად ყოველდღიურ ოპერაციებში ტექნოლოგიების იმპლემენტაცია მიმაჩნია", - აცხადებს ვანო მესტიაშვილი.

კომპანიაში დაგროვილ მრავალწლიან გამოცდილებასა და პროცესების ავტომატიზაციაზე ამახვილებს ყურადღებას GPI Holding-ის მომსახურებისა და ინოვაციების დირექტორის მოადგილე თინა კობერიძეც, რომლის შეფასებითაც, Industry Talks შეცდომებისა და წარმატებების გულწრფელი ანალიზის საუკეთესო სივრცეა.

"ციფრული ტრანსფორმაცია და განვითარება უკვე არაერთი წელია პრაქტიკულად ნებისმიერი ბიზნესის განუყოფელი ნაწილია, რადგან ამის გარეშე კომპანიისა და სერვისების განვითარება წარმოუდგენელია. GPI-ში ეს 10 წელზე მეტი ხნის წინ გავიაზრეთ, როდესაც ამ მიმართულებით პროექტებზე მუშაობა დავიწყეთ და არაერთი სიახლე შევთავაზეთ მომხმარებელს. როდესაც ბიზნესს სჭირდება როგორც შიდა პროცესების ავტომატიზაცია, ისე მომხმარებლისთვის სარგებლის მიღების გამარტივება, ციფრული ცვლილებების გარეშე ეს პრაქტიკულად შეუძლებელია.

შესაბამისად, დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ბიზნესებმა ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება – რამ იმუშავა კარგად, რამ არ იმუშავა და რაზე შეგვიძლია მივცეთ რჩევები ერთმანეთს. ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს როგორც ღონისძიების, ისე უშუალოდ ამ პლატფორმის მიმართ და იმედი გვაქვს, რომ ბევრ სიახლეს გავიგებთ", - აღნიშნავს თინა კობახიძე.

NGS Group-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი თორნიკე ჩარკვიანი ხაზს უსვამს, რომ ციფრული ტრანსფორმაცია უკვე რეალური ყოველდღიურობაა და ის კონკრეტულ, გაზომვად შედეგებში გამოიხატება:

"ციფრული ტრანსფორმაცია მომავლის საკითხი უკვე აღარ არის, ის ყოველდღიურობაა. სწორედ ამიტომ, NGS Group-ი ZKONG-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ Retail სექტორს, ციფრული ფასმაჩვენებლებით, მაღაზიებში ფასების წამებში შეცვლაში ვეხმარებით.

როდესაც ინდუსტრიის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები იკრიბებიან, ცვლიან აზრს ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ და უზიარებენ ერთმანეთს ინფორმაციას, თუ რა შიდა პროცესები მიდის მათ კომპანიებში და რა ნაბიჯებს დგამენ ამ მიმართულებით, ცხადია, ეფექტიანობა იზრდება და ეს ყველაფერი საერთო საქმესა და ბიზნესს ეხმარება".

კომპანია Brandhand-ის პარტნიორი ლევან სუმბაძე ყურადღებას ბიზნესნეთვორქინგის როლზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ Industry Talks-ის მსგავსი B2B ფორმატები კომპანიებს "საკუთარ გამოცდილებაში ჩაკეტვისგან" ათავისუფლებს.

"ასეთი შეხვედრები ძალიან უწყობს ხელს ბიზნესების ერთმანეთთან დაკავშირებას და ზოგადად, სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში იყო ამ მხრივ სიმწირე და ძალიან კარგია, რომ BMG-ისა და BDO-ს ხელშეწყობით ასეთი ღონისძიება შედგა, რომელიც, როგორც ვიცი, მომავალშიც გაგრძელდება. Brandhand-ი შემდეგ ღონისძიებებშიც აქტიურად ჩაერთვება და მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას.

ხშირ შემთხვევაში კომპანიები საკუთარ გამოცდილებასა და იდეებში "იხარშებიან". მსგავს შეხვედრებზე კი ძალიან კარგად ხდება ახალი იდეების გაცვლა, კარგი პრაქტიკისა თუ ცუდი გამოცდილების გაზიარება. ნეთვორქინგი უმნიშვნელოვანესია და დარწმუნებული ვარ, ამ თანამშრომლობას კიდევ უფრო მეტი შედეგი ექნება", - აღნიშნავს ლევან სუმბაძე.

Pullman Tbilisi Axis Towers-ში მიმდინარე Industry Talks 1.0 | Retail Transformation BMG-ისა და BDO Digital-ის ერთობლივი პროექტია, რომლის ფარგლებშიც საცალო ვაჭრობის წამყვანი მოთამაშეები პროცესების ავტომატიზაციაზე, მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებსა და ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკულ ქეისებზე მსჯელობენ. პროექტი მომავალში ეკონომიკის სხვა წამყვან ინდუსტრიებსაც მოიცავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE

საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა

საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა

BM.GE

2027 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტში შენიშვნების უმეტესობა სრულად გათვალისწინებულია - კაკაურიძე

2027 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტში შენიშვნების უმეტესობა სრულად გათვალისწინებულია - კაკაურიძე

BM.GE

ჯივიპი ქალაქ რუსთავში, იაღლუჯის რეზერვუარის მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს

ჯივიპი ქალაქ რუსთავში, იაღლუჯის რეზერვუარის მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს

BM.GE