მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აზერბაიჯანი სასურსათო ხორბალზე შიდა მოთხოვნის 65-70%-ის დაკმაყოფილებას გეგმავს
აზერბაიჯანი სასურსათო ხორბალზე შიდა მოთხოვნის 65-70%-ის დაკმაყოფილებას გეგმავს

აზერბაიჯანი სასურსათო ხორბალზე შიდა მოთხოვნის 65-70%-ის დაკმაყოფილებას გეგმავს

BM.GE21 ნოემბერი, 2026, 05:00|bm.ge

აზერბაიჯანი სასურსათო ხორბალზე შიდა მოთხოვნის 65-70%-ის ადგილობრივი წარმოებით დაკმაყოფილებას გეგმავს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, სეიმურ საფარლის განცხადებით, ამჟამად ადგილობრივი წარმოება ქვეყნის მოთხოვნის დაახლოებით 55%-ს ფარავს, თუმცა უახლოეს მომავალში ეს მოცემულობა შეიცვლება.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ ხელმოწერილი 2026-2030 წლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მემცენარეობის მიმართულებით არაერთი რეფორმა გატარდება და მთავარი მიზანი ერთ ჰექტარზე მოსავლიანობისა და პროდუქციის ხარისხის გაზრდა იქნება.

როგორც საფარლი აღნიშნავს, სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი საკვანძო მიზანი ხორბლის მოსავლიანობის ჰექტარზე 50 ცენტნერამდე გაზრდა იქნება. ამ ამოცანის შესასრულებლად, სასოფლო-სამეურნეო სპეციალიზაციისთვის ხორბლის მოყვანის მაღალი პოტენციალის მქონე 22 რაიონი შეირჩევა. პარალელურად, ადგილობრივი წარმოების წასახალისებლად აგრარული სუბსიდიების საბჭო დაფინანსების ახალ მექანიზმებს შეიმუშავებს.

ცნობისთვის, ბოლო წლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წელს აზერბაიჯანში მარცვლეულის წარმოება 8%-მდე გაიზარდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მოთხოვნა

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 36 სტატია.

  • ბიზნესის მოთხოვნა და სურვილია, რაც შეიძლება მეტი ექსპორტი განახორციელონ ჩინეთის ბაზარზე. მთავრობა ვცდილობთ, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მათ, ჩინეთის ბაზარზე ჰქონდეთ წვდომა - გენადი არველაძერუსთავი 2
  • გეგელიას თქმით, თანამდებობის პირების დასანქცირების მოთხოვნა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული არ არისტვ პირველი
  • დის ინფორმაციით, ისაკო დევიძე კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობსნეტგაზეთი
  • შსს: ზურაბ ჯაფარიძის რომელიმე ქვეყანაში შესვლის აკრძალვა ჩვენი მოთხოვნა არ ყოფილაფორმულა
მოთხოვნა →

მსგავსი სტატიები

Sound Ventures-მა $435 მილიონი Anthropic-ის 7-მილიარდიან წილად აქცია

Sound Ventures-მა $435 მილიონი Anthropic-ის 7-მილიარდიან წილად აქცია

BM.GE

“მიზანია, სისტემა შევქმნათ, რომელიც იმუშავებს” - რითეილერს, მწარმოებელსა და დისტრიბუტორს შორის ურთიერთობა დარეგულირდება

“მიზანია, სისტემა შევქმნათ, რომელიც იმუშავებს” - რითეილერს, მწარმოებელსა და დისტრიბუტორს შორის ურთიერთობა დარეგულირდება

BM.GE

მასშტაბური ტექნოლოგიური ხარვეზების გამო, აშშ-ის კიბერუსაფრთხოების დირექტორი გაათავისუფლეს

მასშტაბური ტექნოლოგიური ხარვეზების გამო, აშშ-ის კიბერუსაფრთხოების დირექტორი გაათავისუფლეს

BM.GE

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პირველი ხაზი 2032 წელს ამოქმედდება – პროექტის ღირებულება €22 მილიარდია

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პირველი ხაზი 2032 წელს ამოქმედდება – პროექტის ღირებულება €22 მილიარდია

BM.GE