მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აზერბაიჯანის და საქართველოს რკინიგზა ბილეთების რეალიზაციის სისტემის ინტეგრირებაზე მუშაობენ
აზერბაიჯანის და საქართველოს რკინიგზა ბილეთების რეალიზაციის სისტემის ინტეგრირებაზე მუშაობენ

აზერბაიჯანის და საქართველოს რკინიგზა ბილეთების რეალიზაციის სისტემის ინტეგრირებაზე მუშაობენ

BM.GE21 მაისი, 2026, 19:58|bm.ge

26 მაისიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით რეგულარული სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება. მიმოსვლის აღდგენამდე მიმდინარეობს მუშაობა საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის ბილეთების რეალიზაციის სისტემების ინტეგრაციაზე, რისთვისაც აზერბაიჯანის რკინიგზის ციფრული უზრუნველყოფის გუნდმა საქართველოს რკინიგზასთან ერთობლივი ტრენინგი გამართა.

აზერბაიჯანის რკინიგზის ინფორმაციით, კომპანიის ციფრული განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში საქართველოს რკინიგზის პერსონალისთვის პრაქტიკული ტრენინგი ჩაატარეს. პროცესის მიზანი ორ ქვეყანას შორის ბილეთების გაყიდვის სისტემების სრული ინტეგრაცია, სალარო ოპერაციების ურთიერთკონტროლი და საოპერაციო პროცესების ჰარმონიზაციაა.

ტრენინგის ფარგლებში მოხდა ბილეთების შემოწმების, რეგისტრაციისა და მონაცემთა ბაზაში ასახვის პროცესების ტესტირებაც. იქამდე ინტეგრაცია სრულად დასრულდება, ქართული მხარე ბილეთების გაყიდვას აზერბაიჯანული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით განახორციელებს.

აზერბაიჯანის რკინიგზის ინფორმაციით, ბაქოდან თბილისის მიმართულებით მატარებელი 23:10 საათზე გავა და თბილისში მეორე დღეს 08:41 საათზე ჩამოვა, ხოლო თბილისიდან ბაქოს მიმართულებით მატარებელი 21:00 საათზე გავა და ბაქოში მეორე დღეს 06:24 საათზე ჩავა.

მატარებელი საქართველოში თბილისისა და გარდაბნის სადგურებზე გაჩერდება, ხოლო აზერბაიჯანში გაჩერებები გათვალისწინებულია ბაქოს რკინიგზის სადგურზე, ბილაჯარში, ევლახში, განჯაში, აღსტაფასა და ბოიუქ კასიკში.

კომპანიის განცხადებით, ბაქოდან თბილისის მიმართულებით ბილეთის მინიმალური ფასი 81 მანათი იქნება, რაც დაახლოებით 127 ლარს შეადგენს, ხოლო საქართველოს საზღვართან უფრო ახლოს მდებარე გაჩერებებიდან თბილისის მიმართულებით ბილეთის ფასი უფრო მცირე იქნება და 51 მანათიდან დაიწყება. ხოლო თბილისიდან ბაქოს მიმართულებით სრული მარშრუტის ბილეთის ღირებულებაც 81 მანათი იქნება.

მიმოსვლა Stadler-ის ტიპის სამგზავრო შემადგენლობებით განხორციელდება, რომლებიც Azerbaijan Railways-მა რამდენიმე წლის წინ შეიძინა.

აზერბაიჯანის რკინიგზის ინფორმაციით, საწყის ეტაპზე მთელი მარშრუტის მომსახურება აზერბაიჯანული მოძრავი შემადგენლობით და ლოკომოტივებით შესრულდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სისტემის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 63 სტატია.

  • როგორ იმუშავა სისტემამ - როგორ მივიდნენ სერბები გამარჯვებემდეტვ პირველი
  • ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. პრემიერად რუსეთის სასამართლო სისტემის ყოფილი წარმომადგენელი დაინიშნებაფორმულა
  • რუსეთი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საბანკო სისტემაზე კონტროლს აძლიერებსნეტგაზეთი
  • მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმე - პატიმრის ბრალდებები და პენიტენციური სისტემის პასუხირუსთავი 2
სისტემის →აზერბაიჯანის →

მსგავსი სტატიები

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE