მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „აზერბაიჯანის რკინიგზა“ "შუა დერეფანში" ევროპიდან ტვირთების მოზიდვაზე მუშაობს
„აზერბაიჯანის რკინიგზა“ "შუა დერეფანში" ევროპიდან ტვირთების მოზიდვაზე მუშაობს

„აზერბაიჯანის რკინიგზა“ "შუა დერეფანში" ევროპიდან ტვირთების მოზიდვაზე მუშაობს

BM.GE8 სექტემბერი, 2026, 20:56|bm.ge

„აზერბაიჯანის რკინიგზა“ (ADY) შუა დერეფნის გრძელვადიანი და სისტემური განვითარების მიზნით, მარშრუტზე უკუ-ტვირთების (Backloading) მოზიდვაზე აქტიურად მუშაობს, - ამის შესახებ ADY-ის თავმჯდომარის მრჩეველმა, ემილ მამედოვმა ბაქოში მიმდინარე შავი და კასპიის ზღვის რეგიონების ტვირთების გადაზიდვის მე-5 საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა.

მამედოვის განმარტებით, ბოლო წლებში ძირითადი აქცენტი ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან წამოსული ტვირთების ნაკადზე კეთდებოდა, რასაც თან სდევდა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პორტებსა თუ რკინიგზაზე. თუმცა დერეფნის ეფექტიანობის გასაზრდელად აუცილებელია საპირისპირო მიმართულებით - დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ ტვირთნაკადის უზრუნველყოფა.

„ვმუშაობდით იმაზე, რომ ის განვითარდეს სისტემურად. ამისათვის საჭიროა უკუ-ტვირთები. ეს საშუალებას მისცემს გაიზარდოს შუა დერეფნით გადაზიდული ტვირთების მოცულობა და ოპტიმიზაცია გაუკეთდეს გადაზიდვის თვითღირებულებას, კონტეინერების გარკვეული რაოდენობის წარმოშობის ქვეყნებში დაბრუნების შესაძლებლობის ხარჯზე. უკუ-ტვირთები საშუალებას მოგვცემს გაზარდოს გადაზიდვების საერთო მოცულობა და შემცირდეს ტრანსპორტირების თვითღირებულება, რადგან კონტეინერები უკან ცარიელი აღარ დაბრუნდება,“ - აღნიშნა მამედოვმა.

ADY-ის წარმომადგენლის თქმით, თუ აქამდე „შუა დერეფნის“ პოპულარიზაცია ძირითადად რეგიონის ქვეყნებში (ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი) მიმდინარეობდა, ახლა მთავარი მიზანი ევროპულ ბაზარზე დამკვიდრება და დასავლური ტვირთების მოზიდვაა, რაც მარშრუტს მეტ სტაბილურობასა და პროგნოზირებადობას შესძენს.

„ჩვენ გვაინტერესებს უშუალოდ ევროპის კონტინენტზე მუშაობა, რადგან აქამდე „შუა დერეფანი“ უფრო მეტად პოზიციონირებდა დერეფნის მონაწილეებს შორის. ღონისძიებები ტარდებოდა ჩინეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, საუკეთესო შემთხვევაში თურქეთში, მაგრამ ევროპულ ბაზარზე „შუა დერეფნის“ დღის წესრიგით ნაკლებად გავდიოდით. ADY-მ დაიწყო აქტიური თანამშრომლობა ევროპელ პარტნიორებთან, რათა ჩამოყალიბდეს სისტემური მუშაობა დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ ტვირთების მოზიდვის მიზნით", - განაცხადა მრჩეველმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

BM.GE

Global Finance - მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით

Global Finance - მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით

BM.GE

პრემიერი მაღალი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორად კორუფციის აღმოფხვრას ასახელებს

პრემიერი მაღალი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორად კორუფციის აღმოფხვრას ასახელებს

BM.GE

ირანთან ომმა ამერიკელ მომხმარებლებს ენერგოხარჯები $100 მილიარდით გაუზარდა

ირანთან ომმა ამერიკელ მომხმარებლებს ენერგოხარჯები $100 მილიარდით გაუზარდა

BM.GE