
რუსული გაზის გაძვირებამ შესაძლოა სომხეთის ეკონომიკური ზრდა 5-7%-ით შეამციროს | სომხეთის ეკონომიკის მინისტრი
რუსული ბუნებრივი აირის გაძვირებამ სომხეთის ეკონომიკური ზრდა შესაძლოა 5-7 პროცენტული პუნქტით შეამციროს. სააგენტო Interfax-თან საუბრისას ეს შეფასება სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა გააჟღერა.
მინისტრის განმარტებით, ტარიფის ცვლილებას ქვეყნის ეკონომიკაზე კიდევ უფრო მასშტაბური გავლენა ექნება, თუმცა პროცესი სახელმწიფოს ჩიხში არ შეიყვანს. აქვე, უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოვლენათა მსგავსი განვითარება უკიდურესად არასასურველი იქნება სომხეთისთვის.
პაპოიანის შეფასებით, ქვეყანამ ყველა რესურსისა და პროდუქტის საბაზრო ღირებულებით შესყიდვის შესაძლებლობა უნდა განიხილოს და ამაზე მუშაობა აქტიურად დაიწყოს. მისი თქმით, საბაზრო ტარიფზე უარის თქმის შემთხვევაში ქვეყანა საფასურს სხვა ფორმით მაინც გადაიხდის, ამიტომ, უმჯობესია, სომხეთი რუსეთის შეღავათიან სერვისს ეტაპობრივად ჩაეხსნას.
ინფორმაციისთვის, 2014 წელს დადებული ხელშეკრულების შეჩერება სომხეთისთვის გაზის იმპორტს 69%-ით გააძვირებს.
BM.GE
წყარო: bm.ge