
აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვის რეჟიმი 1 ოქტომბრამდე გაახანგრძლივა
აზერბაიჯანმა ოქტომბრამდე გაახანგრძლივა სახმელეთო საზღვრის გახსნა. მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2026 წლის 1 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა, კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შეკავებისა და მისი შესაძლო შედეგების თავიდან აცილების მიზნით.
აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვარი ყველა მეზობელ ქვეყანასთან მათ შორის, საქართველოსთან 2020 წლიდან აქვს ჩაკეტილი.
სახმელეთო საზღვრის დაკეტვის მიუხედავად, ტვირთების სახმელეთო გადაზიდვა საქართველოდან, რუსეთიდან, ირანიდან და თურქეთიდან კვლავ ნებადართულია. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2023 წლის მაისში COVID-19-ის გლობალური საგანგებო მდგომარეობის დასრულება გამოაცხადა, აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები კვლავ დაკეტილი რჩება. სახმელეთო საზღვრისგან განსხვავებით საქართველო-აზერბაიჯანს შორის საჰაერო მიმოსვლა არ შეჩერებულა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2026 წლის 26 მაისიდან ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო მიმოსვლაც დაიწყო.
BM.GE
წყარო: bm.ge