მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში განვიხილეთ ახალი შესაძლებლობები, რომელიც უფრო მეტად გაამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ დინამიკას - ქვრივიშვილი
აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში განვიხილეთ ახალი შესაძლებლობები, რომელიც უფრო მეტად გაამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ დინამიკას - ქვრივიშვილი

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში განვიხილეთ ახალი შესაძლებლობები, რომელიც უფრო მეტად გაამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ დინამიკას - ქვრივიშვილი

BM.GE19 ნოემბერი, 2026, 00:56|bm.ge

"აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას ჩვენ ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის არსებულ აქტიურ და დინამიურად განვითარებად სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრებთან.

„შეხვედრების ფარგლებში განვიხილეთ ახალი შესაძლებლობები, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ დინამიკას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ვაჭრობაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, ისევე, როგორც ენერგეტიკის სექტორში მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ჩვენ ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვაქვს ამ მიმართულებით აზერბაიჯანთან“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ორ ქვეყანას შორის არსებული დადებითი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

9 თვეში ნასვამ მდგომარეობაში მართვის 19 123 შემთხვევა გამოვლინდა | შსს

9 თვეში ნასვამ მდგომარეობაში მართვის 19 123 შემთხვევა გამოვლინდა | შსს

BM.GE

ე.წ. ფეზეოს შენობაში სპორტული ტანვარჯიშის სკოლა გაიხსნა - რეაბილიტაციაში ₾350 000 დაიხარჯა

ე.წ. ფეზეოს შენობაში სპორტული ტანვარჯიშის სკოლა გაიხსნა - რეაბილიტაციაში ₾350 000 დაიხარჯა

BM.GE

IMF და სხვა ინსტიტუტები მკვახე სიტყვებით არ გამოირჩევიან - ხშირად ინფორმაცია ხაზებს შორის იკითხება|მარინა გულედანი

IMF და სხვა ინსტიტუტები მკვახე სიტყვებით არ გამოირჩევიან - ხშირად ინფორმაცია ხაზებს შორის იკითხება|მარინა გულედანი

BM.GE

საერთაშორისო სამედიცინო ექსპერტიზა და შემომყვანი სამედიცინო ტურიზმი — რა კონცეფციით იწყებს საქართველოში მუშაობას Mediwali?

საერთაშორისო სამედიცინო ექსპერტიზა და შემომყვანი სამედიცინო ტურიზმი — რა კონცეფციით იწყებს საქართველოში მუშაობას Mediwali?

BM.GE