მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ე.წ. ფეზეოს შენობაში სპორტული ტანვარჯიშის სკოლა გაიხსნა - რეაბილიტაციაში ₾350 000 დაიხარჯა
ე.წ. ფეზეოს შენობაში სპორტული ტანვარჯიშის სკოლა გაიხსნა - რეაბილიტაციაში ₾350 000 დაიხარჯა

ე.წ. ფეზეოს შენობაში სპორტული ტანვარჯიშის სკოლა გაიხსნა - რეაბილიტაციაში ₾350 000 დაიხარჯა

BM.GE19 ნოემბერი, 2026, 01:00|bm.ge

თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე ე.წ. ფეზეოს (შრომითი რეზერვების სპორტული დარბაზის) შენობაში არსებული სპორტული დარბაზი კერძო ინიციატივით აღადგინეს. დარბაზში, სადაც წლების წინ ბავშვები სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვარჯიშობდნენ, ახლა სპორტული ტანვარჯიშის სკოლა ფუნქციონირებს.

როგორც სპორტული ტანვარჯიშის სკოლის “ტანვარჯიშის ოლიმპიური რეზერვი” გუნდის წევრი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების წარმომადგენელი ავთანდილ მედოიძე BM.GE-სთან ამბობს, დარბაზი 10-წლიანი იჯარის საფუძველზე აიღეს და სარემონტო სამუშაოები საკუთარი რესურსებით, გუნდის წევრების უშუალო მონაწილეობით ჩაატარეს.

„ზაფხულში ჩვენმა გუნდმა სრულად აღადგინა დარბაზი საკუთარი რესურსებით და უშუალოდ ჩვენი ხელით, რაც 350 000 ლარი დაგვიჯდა. ამ ეტაპზე ვცდილობთ, საზოგადოებას მივაწვდინოთ ხმა ჩვენს შესახებ. დარბაზი მოქმედია და ფუნქციონირებს. საწყის ეტაპზე 130 ბავშვი გვყავს, სრული დატვირთვის შემთხვევაში კი 800 ბავშვის მიღებაა შესაძლებელი“, - ამბობს ავთანდილ მედოიძე.

მისივე ინფორმაციით, სპორტული ტანვარჯიშის გაკვეთილებზე 3-დან 16 წლამდე ბავშვებს იღებენ. ამჟამად დარბაზში ხუთი მწვრთნელი მუშაობს, მათ შორის არიან როგორც ნაკრების წევრები, ისე გამოცდილების მქონე სპეციალისტები.

„ბავშვები სპორტული ტანვარჯიშის სხვადასხვა მიმართულებას ეუფლებიან. დარბაზი სრულად არის აღჭურვილი პროფესიონალური სავარჯიშო ინვენტარით. ქართველ ბავშვებთან ერთად, გვყავს უცხოელი მოსწავლეებიც. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ბავშვების სპორტულ განვითარებას და ჯანსაღი მომავლის შექმნას.

რაც შეეხება სამწვრთნელო გუნდს, გვყავს როგორც ნაკრების წევრი მწვრთნელები, ისე გამოცდილი სპეციალისტები. ჩვენი მიზანია, აღვზარდოთ მომავალი სპორტსმენები, რომლებიც ოლიმპიადებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე იასპარეზებენ“, - აცხადებს ავთანდილ მედოიძე.

ცნობისთვის: შრომითი რეზერვების სპორტულ დარბაზში ხანძარი 2024 წელს, ნოემბერში გაჩნდა, რის შემდეგაც შენობის ნაწილი დაზიანდა. ობიექტი შპს „დევიქალის“ მმართველობის ქვეშაა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი დავით ბერძენიშვილია, დირექტორი კი - ზურაბ ბერძენიშვილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ქვეშეთი–კობის გზის პროექტის ფარგლებში თაღოვანი ხიდის მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი დასრულდა - რევაზ სოხაძე

ქვეშეთი–კობის გზის პროექტის ფარგლებში თაღოვანი ხიდის მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი დასრულდა - რევაზ სოხაძე

BM.GE

9 თვეში ნასვამ მდგომარეობაში მართვის 19 123 შემთხვევა გამოვლინდა | შსს

9 თვეში ნასვამ მდგომარეობაში მართვის 19 123 შემთხვევა გამოვლინდა | შსს

BM.GE

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში განვიხილეთ ახალი შესაძლებლობები, რომელიც უფრო მეტად გაამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ დინამიკას - ქვრივიშვილი

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში განვიხილეთ ახალი შესაძლებლობები, რომელიც უფრო მეტად გაამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ დინამიკას - ქვრივიშვილი

BM.GE

IMF და სხვა ინსტიტუტები მკვახე სიტყვებით არ გამოირჩევიან - ხშირად ინფორმაცია ხაზებს შორის იკითხება|მარინა გულედანი

IMF და სხვა ინსტიტუტები მკვახე სიტყვებით არ გამოირჩევიან - ხშირად ინფორმაცია ხაზებს შორის იკითხება|მარინა გულედანი

BM.GE