მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აზერბაიჯანთან საეტაპო შეთანხმებები გაფორმდა, უმნიშვნელოვანესი იყო ივანიშვილი-ალიევის შეხვედრა - კობახიძე
აზერბაიჯანთან საეტაპო შეთანხმებები გაფორმდა, უმნიშვნელოვანესი იყო ივანიშვილი-ალიევის შეხვედრა - კობახიძე

აზერბაიჯანთან საეტაპო შეთანხმებები გაფორმდა, უმნიშვნელოვანესი იყო ივანიშვილი-ალიევის შეხვედრა - კობახიძე

BM.GE19 მაისი, 2026, 17:32|bm.ge

ირაკლი კობახიძის განცხადებით, აზერბაიჯანულ მხარესთან რამდენიმე მიმართულებით საეტაპო მნიშვნელობის შეთანხმებები გაფორმდა. მისი თქმით, ამ პროცესში განსაკუთრებული როლი ითამაშა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეხვედრამ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ აღნიშნა, რომ მიღწეული შეთანხმებები მხოლოდ რკინიგზის საკითხით არ შემოიფარგლება, თუმცა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე მუშაობა წარმატებით დასრულდა და რკინიგზის ეს მონაკვეთი თვის ბოლომდე ამოქმედდება.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთზე სრულად პასუხისმგებელი იქნება „საქართველოს რკინიგზა“, ხოლო ოპერირებისთვის ერთობლივი ქართულ-აზერბაიჯანული საწარმო შეიქმნება. გარდა ამისა, 26 მაისიდან ქვეყნებს შორის სარკინიგზო მიმოსვლაც აღდგება.

გუშინ, 18 მაისს აზერბაიჯანში ხელი მოეწერა "დამატებითი გაზის" ხელშეკრულების 20 წლით გაგრძელებას და ელექტროენერგიისა და ნავთობის ტრანზიტის შეთანხმებებსაც.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს 6 აპრილს ეწვია. ალიევი, რომელიც მეუღლესთან და სახელმწიფო მინისტრებთან ერთად ჩამოვიდა, მთავრობის წარმომადგენლებს, ასევე მმართველი პარტიის დამფუძნებელსა და მის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?ტვ პირველი
  • კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეშიფორმულა
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →ივანიშვილის →აზერბაიჯანის →

მსგავსი სტატიები

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE