მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აზერბაიჯანთან საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია მეგობრულ რეჟიმში უნდა განხორციელდეს - ირაკლი კობახიძე
აზერბაიჯანთან საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია მეგობრულ რეჟიმში უნდა განხორციელდეს - ირაკლი კობახიძე

აზერბაიჯანთან საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია მეგობრულ რეჟიმში უნდა განხორციელდეს - ირაკლი კობახიძე

BM.GE30 ოქტომბერი, 2026, 18:00|bm.ge

აზერბაიჯანთან საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია მეგობრულ რეჟიმში უნდა განხორციელდეს - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განსახილველ საკითხებს ეხებოდა.

მისივე თქმით, მთავარი ინსტრუმენტი მეგობრულ რეჟიმში საკითხის გადაწყვეტაა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მეგობრული ურთიერთობები აზერბაიჯანულ მხარესთან. დაელოდეთ მოვლენების განვითარებას, ეს ყველაფერი მოლაპარაკების საგანია. გარდა ბოლო 5 წლისა, მანამდე იყო კიდევ 30 წელი. 35 წელია ვერ განხორციელდა საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია და რაც ვერ განხორციელდა 35 წლის განმავლობაში, იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდება. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა. პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.

ყურადღება დაეთმო საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს და ფორმატის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავებისთვის.

აღინიშნა, რომ საქართველოსთვის აზერბაიჯანი ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორია და ამას ექსპორტ-იმპორტის მზარდი მონაცემებიც ადასტურებს. საუბარი ასევე შეეხო საინვესტიციო და ტურიზმის სფეროებში აქტიურ თანამშრომლობას. განსაკუთრებით გაესვა ხაზი ენერგეტიკული მიმართულებით წარმატებულ პარტნიორობას, რასაც, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქართული მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

მხარეებმა ასევე განიხილეს შუა დერეფნის პერსპექტივები და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის განსაკუთრებული მნიშვნელობა რეგიონული სატრანსპორტო დაკავშირებადობის განვითარებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 175 სტატია.

  • ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?ტვ პირველი
  • კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეშიფორმულა
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →აზერბაიჯანის →

მსგავსი სტატიები

იაპონიაში საბაზო ინფლაცია 2%-იან სამიზნე ნიშნულს 13 წლის შემდეგ პირველად გაუტოლდა

იაპონიაში საბაზო ინფლაცია 2%-იან სამიზნე ნიშნულს 13 წლის შემდეგ პირველად გაუტოლდა

BM.GE

რა შეთანხმებები გაფორმდა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მე-11 სხდომაზე?

რა შეთანხმებები გაფორმდა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მე-11 სხდომაზე?

BM.GE

"ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები" - პრემიერი

"ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები" - პრემიერი

BM.GE

[ივანიშვილის] სანქციებზე საუბარი არ გვქონია, საუბარი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას შეეხებოდა - ირაკლი კობახიძე

[ივანიშვილის] სანქციებზე საუბარი არ გვქონია, საუბარი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას შეეხებოდა - ირაკლი კობახიძე

BM.GE