მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აზერბაიჯანული გაზი შემდეგი 20 წლით "სოციალური ფასით" საქართველოს მიეწოდება - კობახიძე
აზერბაიჯანული გაზი შემდეგი 20 წლით "სოციალური ფასით" საქართველოს მიეწოდება - კობახიძე

აზერბაიჯანული გაზი შემდეგი 20 წლით "სოციალური ფასით" საქართველოს მიეწოდება - კობახიძე

BM.GE19 მაისი, 2026, 16:03|bm.ge

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კომერციული საიდუმლოს გამო, ვერ იტყვის რა პირობებით განახლდა "დამატებით გაზზე" აზერბაიჯანთან ხელშეკრულება, თუმცა შედეგს საეტაპოს უწოდებს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, საქართველო შემდეგი 20 წლით იაფად მიიღებს აზერბაიჯანიდან გაზს.

"ეს იყო საეტაპო მნიშვნელობის შეთანხმება და რამდენიმე მიმართულებით გაფორმდა ხელშეკრულება. პირველი უკავშირდება გაზს და მის იმპორტს/ტრანზიტს აზერბაიჯანიდან. აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა "სოციალური გაზის" შეთანხმების გაგრძელებას. იცით, რომ 20 წლით იყო ეს შეთანხმება დადებული და მას ვადა მიმდინარე წელს ეწურებოდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, რომ ეს ხელშეკრულება გაგრძელდა. ანუ "სოციალური გაზი" შემდეგი 20 წლით "სოციალური ფასით" საქართველოს მიეწოდება . ასევე ელექტროენერგიის იმპორტთან და ტარიფთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან კარგი შედეგები. სამწუხაროდ, კომერციული საიდუმლოებაა ეს ხელშეკრულება და მისი დეტალები. რომ არ იყოს კომერციული საიდუმლოება კიდევ უფრო გასაგები გახდებოდა საზოგადოებისთვის ის უდიდესი სარგებელი, რაც ამ შეთანხმებას მოაქვს", - ამბობს კობახიძე.

საქმე ის არის, რომ სამხრეთკავკასიური გაზსადენის პროექტის ხელშეკრულებების თანახმად, საქართველოს აქვს ოფცია აზერბაიჯანიდან თურქეთში ტრანსპორტირებული გაზის 5% მიიღოს - კონტრაქტი ძალაშია 2068 წლამდე. გარდა ამისა, პროექტის ფუნქციონირების დაწყებიდან ანუ 2006 წლიდან 20 წლის განმავლობაში საქართველო პროექტის ინვესტორებისგან ბუნებრივი გაზის დამატებით მოცულობას - წელიწადში ნახევარ მილიარდ კუბურ მეტრ გაზს სპეციალურ ფასში ყიდულობს. სწორედ ე.წ. „დამატებით გაზის“ კონტრაქტს ეწურებოდა ვადა 2026 წლის ბოლოს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?ტვ პირველი
  • კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეშიფორმულა
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE