მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აზერბაიჯანული სატვირთოების შეფერხებაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო საელჩოს მიმართვას ადასტურებს
აზერბაიჯანული სატვირთოების შეფერხებაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო საელჩოს მიმართვას ადასტურებს

აზერბაიჯანული სატვირთოების შეფერხებაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო საელჩოს მიმართვას ადასტურებს

BM.GE6 აგვისტო, 2026, 23:06|bm.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ აზერბაიჯანულ სატვირთო ავტომანქანებთან დაკავშირებით აზერბაიჯანის საელჩოსგან მიმართვა მიიღო.

როგორც BM.GE-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საკითხზე უწყებებს შორის კომუნიკაცია უკვე შედგა.

„5 აგვისტოს, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩომ მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, აზერბაიჯანული სატვირთო ავტომანქანების საქართველოში შემოსვლის/გადაადგილებისას წარმოქმნილ შეფერხებებთან დაკავშირებით.

აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდათ საქართველოს შესაბამის უწყებებს, რომლებიც გამოვლენილ დარღვევებზე ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს“.

შეგახსენებთ, ბოლო კვირებში საქართველოს საბაჟო პუნქტებზე აზერბაიჯანელი სატვირთო ავტომობილების მძღოლების შეფერხების შესახებ ცნობებიც ვრცელდება. აზერბაიჯანული გამოცემა Report წერს, რომ ტრანზიტით მოძრავი მძღოლების ნაწილი „სარფის“ და „წითელი ხიდის“ საბაჟო პუნქტებზე, ასევე თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში უკვე რამდენიმე კვირაა საბაჟო გაფორმებას ელოდება. მათი თქმით, ოფიციალურ განმარტებებს შეფერხების მიზეზებზე ვერ იღებენ. გამოცემის ინფორმაციით, საკითხით საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოც დაინტერესდა და განმარტებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. საელჩოს ცნობით, საკითხი შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად შესწავლის პროცესშია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 97 სტატია.

  • შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ რონი მესხმა, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული პოლიციის დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამართაიმედი
  • BMG: ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებსტვ პირველი
  • BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს - სამინისტროს თქმით, შვებულებაშიაფორმულა
  • განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამინისტროს ერთგულებამ და მტკიცე სურვილმა, რომ "ჯივინოსტატი" საქართველოს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს - Italfarmaco-ს აღმასრულებელი დირექტორირუსთავი 2
სამინისტროს →საგარეო →

მსგავსი სტატიები

გადაუდებელი სამუშაოების გამო, პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება

BM.GE

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა

BM.GE

რა ეტაპზეა აბასთუმნის ინფრასტრუქტურული პროექტები - სამინისტროს განმარტება და განახლებული ვადები

რა ეტაპზეა აბასთუმნის ინფრასტრუქტურული პროექტები - სამინისტროს განმარტება და განახლებული ვადები

BM.GE

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის ფართობი 7%-ით; ფსკერის დარღმავების სამუშაოები 30%-ით მცირდება - განახლებული პროექტი

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის ფართობი 7%-ით; ფსკერის დარღმავების სამუშაოები 30%-ით მცირდება - განახლებული პროექტი

BM.GE