მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აზიის რეგიონში ინფლაცია 5.2%-მდე მოიმატებს, ეკონომიკური ზრდა შენელდება - ADB-ის პრეზიდენტი
აზიის რეგიონში ინფლაცია 5.2%-მდე მოიმატებს, ეკონომიკური ზრდა შენელდება - ADB-ის პრეზიდენტი

აზიის რეგიონში ინფლაცია 5.2%-მდე მოიმატებს, ეკონომიკური ზრდა შენელდება - ADB-ის პრეზიდენტი

BM.GE4 მაისი, 2026, 12:17|bm.ge

აზიის ბანკის განახლებული პროგნოზით, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ეკონომიკური ზრდა წელს , გასული წლის 5.4%-თან შედარებით, 4.7%-მდე შენელდება, ხოლო ინფლაცია 3.0%-დან 5.2%-მდე მოიმატებს. აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტმა მასატო კანდამ ADB-ის 59-ე წლიური შეხვედრა გახსნისას, პროგნოზის განახლების მიზეზად კონფლიქტით გამოწვეული გრძელვადიანი შეფერხებების გამო ენერგიის ფასები დაასახელა, რომელიც ამკაცრებს ფინანსურ პირობებს და ამცირებს ეკონომიკურ აქტივობას მთელ რეგიონში. მან აზია წყნარი ოკეანის რეგიონს მეტი კოორდინაციისკენ მოუწოდა.

ამასთან, ADB-ის თანახმად, კიდევ უფრო მძიმე ნეგატიური სცენარის შემთხვევაში კონფლიქტის განახლებული ესკალაციის პირობებში, როდესაც ნავთობის ფასები 2026 წლის მაისში მკვეთრად გაიზრდება და მაღალი დარჩება — განვითარებად აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ზრდა შესაძლოა წელს 4.2%-მდე, ხოლო მომავალ წელს 4.0%-მდე შენელდეს, ინფლაციამ კი 2026 წელს შესაძლოა 7.4%-ს მიაღწიოს.

როგორც მასატო კანდა აღნიშნავს, ADB ამ გამოწვევას პასუხობს მის წევრ ქვეყნებში ინვესტიციების ზრდით და რეფორმების მხარდაჭერით, რაც ქვეყნებს საშუალებას აძლევს დააკავშირონ ინფრასტრუქტურა, ბაზრები და ინსტიტუტები აზია წყნარი ოკეანის მასშტაბით.

2025 წელს ბანკმა რეგიონს 29.3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური მხარდაჭერა გაუწია და განახორციელა რეფორმები დახმარების უფრო სწრაფად და ფართო მასშტაბით მისაწოდებლად.

კვირას კი ADB-მა წარადგინა 70 მილიარდი აშშ დოლარის პროგრამა რეგიონული სისტემების შესაქმნელად, რაც გააძლიერებს უსაფრთხოებასა და მდგრადობას აზია წყნარი ოკეანის რეგიონში. პროგრამა მოიცავს 50 მილიარდი აშშ დოლარის ინიციატივას პანაზიური ელექტროენერგეტიკული ქსელის შესაქმნელად, რომლის მიზანია განახლებადი ენერგიის საზღვართშორისი ინტეგრაცია, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება და ემისიების შემცირება; ასევე 20 მილიარდი აშშ დოლარის ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს საზღვართაშორისი ციფრული კავშირების გაფართოებასა და რეგიონში ციფრული უთანასწორობის შემცირებას.

ADB-მა გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა მიმდინარე ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის პირობებში თავისი წევრებისთვის კრიზისზე რეაგირების უზრუნველსაყოფად და გახდა პირველი განვითარების პარტნიორი, რომელმაც ფინანსური მხარდაჭერა შესთავაზა დაზარალებულ ქვეყნებს, რომლებშიც მოსალოდნელია შემდგომი, უფრო ძლიერი ეკონომიკური წნეხი.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ფასდაკლებებს უფრო სისტემური სახით მივუდგებით“ - რას გულისხმობს რითეილ ასოციაციის „საოჯახო კალათა?“

„ფასდაკლებებს უფრო სისტემური სახით მივუდგებით“ - რას გულისხმობს რითეილ ასოციაციის „საოჯახო კალათა?“

BM.GE

აჭარისწყალი ჯორჯიასა და პროკრედიტ ბანკის პარტნიორობა -  პირველი 100%-ით მწვანე ენერგია ქართულ ფინანსურ სექტორში

აჭარისწყალი ჯორჯიასა და პროკრედიტ ბანკის პარტნიორობა -  პირველი 100%-ით მწვანე ენერგია ქართულ ფინანსურ სექტორში

BM.GE

აბასთუმნის რეაბილიტაციისთვის ₾70-მილიონიანი კონტრაქტი გაფორმდა

აბასთუმნის რეაბილიტაციისთვის ₾70-მილიონიანი კონტრაქტი გაფორმდა

BM.GE

2025 წელს 3000-ზე მეტი ნარკოდილერი დავაკავეთ... პატარა ზომის ქვეყნისთვის ეს ძალიან დიდი რიცხვია - ირაკლი კობახიძე

2025 წელს 3000-ზე მეტი ნარკოდილერი დავაკავეთ... პატარა ზომის ქვეყნისთვის ეს ძალიან დიდი რიცხვია - ირაკლი კობახიძე

BM.GE