
აზიურ საფონდო ბაზრებზე ზრდის ტენდენცია დაბრუნდა
BM.GE|bm.ge
უმძიმესი სავაჭრო სესიის, კორეული ბირჟის დახურვისა და ძირითადი ინდექსების მკვეთრი ვარდნის შემდეგ, აზიურ ბაზრებზე ზრდის ტენდენცია დაბრუნდა.
დღევანდელ სავაჭრო სესიაზე კორეული წამყვანი ინდექსის, KOSPI-ის შეფასება 3.3%-ით გაიზარდა, Samsung-ის კაპიტალიზაციამ თითქმის 10%-ით იმატა, ხოლო SK Hynix-ის შეფასება 2%-ით გაიზარდა.
აგრეთვე დადებითი ტენდენცია ფიქსირდება ჩინურ ინდექსებთან მიმართებით, რომელთა შეფასება საშუალოდ 1%-ითაა გაზრდილი.
უნდა აღინიშნოს, რომ იაპონიაში ისევ ნეგატიური განწყობაა და Nikkei 225 დღეს 0.9%-ით არის შემცირებული.
გაზიარება:
BM
BM.GE
წყარო: bm.ge