მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ბამბარა" განვითარების ახალ ეტაპზეა – ბამბის ნაყინის მწარმოებელმა მასტერკლასების შეთავაზება დაიწყო
"ბამბარა" განვითარების ახალ ეტაპზეა – ბამბის ნაყინის მწარმოებელმა მასტერკლასების შეთავაზება დაიწყო

"ბამბარა" განვითარების ახალ ეტაპზეა – ბამბის ნაყინის მწარმოებელმა მასტერკლასების შეთავაზება დაიწყო

BM.GE15 ივნისი, 2026, 09:15|bm.ge

ბამბის ნაყინის მწარმოებელი კომპანია „ბამბარას“ დამფუძნებლის, ანი ბურდულის განცხადებით, კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და ძირითადი აქცენტი ღონისძიებებსა და სემინარების მიმართულებაზე გადაიტანა. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ბურდულის თქმით, მაისიდან კომპანიამ ბამბის ნაყინის მასტერკლასის ჩატარება დაიწყო, რაც განსაკუთრებით პოპულარული გახდა ბავშვებში და დამატებითი შემოსავლის მნიშვნელოვან არხად იქცა.

„რეალურად, ბოლო პერიოდში ჩვენი სტრატეგია სწორედ ღონისძიებების და ვორქშოფების მიმართულების განვითარება იყო. ეს გახდა დამატებითი არხი, რომელიც ძალიან კარგად ამართლებს. მაისიდან დავიწყეთ მასტერკლასები, სადაც ბავშვები თავად ამზადებენ ბამბის ნაყინს, იღებენ ინფორმაციას და სხვადასხვა სახალისო აქტივობაშიც ერთვებიან“, – აცხადებს ანი ბურდული.

მისი თქმით, „ბამბარა“ აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სივრცესთან, მათ შორის VR-გეიმინგ სივრცე „გეიმსთორმთან“, სადაც დაბადების დღეებისა და ღონისძიებების ფარგლებში მასტერკლასები ერთ-ერთ აქტივობად არის ინტეგრირებული.

"ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ სივრცეებთან, როგორიცაა "გეიმსთორმი", სადაც დაბადების დღეების პროგრამაში ბამბის ნაყინის ვორქშოფიც შედის. გარდა ამისა, ღია ვართ სხვადასხვა ღონისძიებაზე – გახსნებზე, დაბადების დღეებზე და სხვა ღონისძიებებზე მომსახურების გაწევისთვის", – აღნიშნავს ის და დასძენს, რომ ამ ეტაპზე, ამგვარი აქტივობები მხოლოდ პარტნიორ სივრცეებში ტარდება, თუმცა მომავალში კომპანია დამოუკიდებელი ღია ვორქშოფების ორგანიზებასაც გეგმავს.

რაც შეეხება უშუალოდ პროდუქციის გაყიდვებს, ანი ბურდულის თქმით, ბამბის ნაყინის ბიზნესსაც სეზონურობა ახასიათებს, თუმცა მოთხოვნა წლიდან წლამდე სტაბილურად ნარჩუნდება. მისი განმარტებით, კომპანიას წარმოების გაფართოებისა და დამატებით ქსელებში შესვლის გეგმებიც ჰქონდა, თუმცა ღონისძიებებისა და ვორქშოფების მიმართულების წარმატებამ რესურსების ამ კუთხით გადანაწილება განაპირობა, რის გამოც გაფართოების გეგმების ნაწილი მომდევნო წლისთვის გადაიდო.

ბურდული ასევე ამბობს, რომ კომპანია ფასების ზრდას ამ ეტაპზე არ გეგმავს. „მიუხედავად იმისა, რომ ხარჯები გაზრდილია, ფასების ცვლილებას ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ, რადგან გვინდა, მომხმარებლისთვის არსებული დონე შევინარჩუნოთ“, – აცხადებს ის.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბრიტანეთის სამხედრო ძალებმა რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერი დააკავეს

ბრიტანეთის სამხედრო ძალებმა რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერი დააკავეს

BM.GE

პოლიციამ მესტიაში კიდევ 76 „მაინერი“ ამოიღო

პოლიციამ მესტიაში კიდევ 76 „მაინერი“ ამოიღო

BM.GE

დღეიდან მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა მარტივდება - რა იცვლება კანდიდატებისთვის?

დღეიდან მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა მარტივდება - რა იცვლება კანდიდატებისთვის?

BM.GE

დღეს საფრანგეთში დიდი შვიდეულის სამიტი დაიწყება

დღეს საფრანგეთში დიდი შვიდეულის სამიტი დაიწყება

BM.GE