მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებლების მოძრაობა 6 წლის შემდეგ დღეს აღდგა
ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებლების მოძრაობა 6 წლის შემდეგ დღეს აღდგა

ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებლების მოძრაობა 6 წლის შემდეგ დღეს აღდგა

BM.GE26 მაისი, 2026, 14:02|bm.ge

დღეს, 26 მაისს, ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით რეგულარული სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა.

მიმოსვლა Stadler-ის ტიპის სამგზავრო შემადგენლობებით განხორციელდება, რომლებიც აზერბაიჯანის რკინიგზამ რამდენიმე წლის წინ შეიძინა. კომპანიის ცნობით, საწყის ეტაპზე მთელ მარშრუტს აზერბაიჯანული მოძრავი შემადგენლობა და ლოკომოტივები მოემსახურება.

აზერბაიჯანის რკინიგზის ინფორმაციით, სასაზღვრო პროცედურებისთვის თითოეულ საზღვარზე 1 საათი არის გათვალისწინებული.

მატარებლები ბაქოსა და თბილისს შორის შემდეგი განრიგით იმოძრავებენ:

• ბაქო — თბილისი: მატარებელი ბაქოდან 23:10 საათზე გამოვიდა და თბილისში მეორე დღეს, 08:41 საათზე უნდა ჩამოსულიყო; • თბილისი — ბაქო: მატარებელი თბილისიდან 21:00 საათზე გავა და ბაქოში მეორე დღეს, 06:24 საათზე ჩავა.

რაც შეეხება გაჩერებებს, მატარებელი საქართველოში თბილისისა და გარდაბნის სადგურებზე გაჩერდება. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კი მგზავრთა მიღება გათვალისწინებულია ბაქოს რკინიგზის სადგურზე, ბილაჯარში, ევლახში, განჯაში, აღსტაფასა და ბოიუქ კასიკში.

აზერბაიჯანის რკინიგზის ინფორმაციით, ბაქოდან თბილისის მიმართულებით, ისევე როგორც თბილისიდან ბაქომდე, სრული მარშრუტის ბილეთის მინიმალური ფასი 81 მანათი (დაახლოებით 127 ლარი) იქნება.

ამასთან, საქართველოს საზღვართან უფრო ახლოს მდებარე აზერბაიჯანული გაჩერებებიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება შედარებით ნაკლები იქნება და მისი ფასი 51 მანათიდან დაიწყება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 175 სტატია.

  • თბილისში ქორწილში კაცი მოკლესნეტგაზეთი
  • თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლესფორმულა
  • დღეს, რიგით მეორე "თბილისის ფინანსური სამიტი" იწყებარუსთავი 2
  • „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თბილისში დღეს აქცია გაიმართებატვ პირველი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE