მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანმა მაისში 2.2 მლნ ტონა ნავთობი გაატარა, ბაქო-სუფსა ისევ გაჩერებულია
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანმა მაისში 2.2 მლნ ტონა ნავთობი გაატარა, ბაქო-სუფსა ისევ გაჩერებულია

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანმა მაისში 2.2 მლნ ტონა ნავთობი გაატარა, ბაქო-სუფსა ისევ გაჩერებულია

BM.GE12 ივნისი, 2026, 18:06|bm.ge

ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, მაისში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით 2.2 მლნ ტონა ნავთობი გადაზიდეს. ჯამში იანვარ-მაისში ნავთობსადენით 10.6 მლნ ტონა ნავთობი იქნა გადაზიდული.

BP-ის კვარტალური ანგარიში აჩვენებს, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში BTC-ის დატვირთვა შემცირდა. კერძოდ, პირველი კვარტალის განმავლობაში, დაახლოებით 49 მილიონი ბარელი (6 მლნ ტონა) ნედლი ნავთობი გადაიზიდა, რაც წლიურად 5 მლნ ბარელით შემცირებული მაჩვენებელია.

რაც შეხება ბაქო-სუფსას, სტატისტიკა აჩვენებს, რომ მილსადენი მაისშიც გაჩერებული იყო. თუმცა საქართველოს მთავრობა პირობას დებს, რომ აზერბაიჯანთან დადებული ხელშეკრულებით ბაქო-სუფსა წელს ამუშავდება.

1768 კმ სიგრძის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანმა 2006 წლის ივნისში ფუნქციონირების დაწყებიდან 2026 წლის პირველი კვარტალის ჩათვლით ჯამში 4.7 მილიარდი ბარელი ნედლი ნავთობი გაატარა (626 ტონაზე მეტი).

დღეის მდგომარეობით, BTC-ის აქციონერები არიან: Bp (30.10%), SOCAR (32.97%), MOL (8.90%), TPAO (6.53%), Eni (5.00%), TotalEnergies (5.00%), ITOCHU (3.40%), ONGCVidesh (3.10%), ExxonMobil (2.50%) and INPEX (2.50%).

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 222 სტატია.

  • კონსპირაციული ბინა თბილისის ცენტრში - პოლიციამ კანაფის სათბურები აღმოაჩინა და ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავარუსთავი 2
  • თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განცხადებაიმედი
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →ნავთობის →

მსგავსი სტატიები

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE

31 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

31 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

BM.GE

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE