მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა
რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

BM.GE31 ივლისი, 2026, 12:20|bm.ge

რუსულმა ნავთობკომპანიებმა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების იერიშების შედეგად დაზიანებული სიმძლავრეების მხოლოდ ნახევარზე ნაკლების აღდგენა შეძლეს.

სიცხადისთვის, ამ დროისთვის მწყობრიდან გამოსული რჩება ის ობიექტები, რომლებიც ჯამურად 45 მილიონ ტონას აწარმოებენ.

შეგახსენებთ, ივნისსა და ივლისში ნავთობის გადამუშავება სულ მცირე 10 ქარხანაში შეჩერდა, რამაც გადამუშავების დღიური მოცულობა 20-წლიან მინიმუმამდე, 3.5 მილიონ ბარელამდე შეამცირა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინული იერიშების ფონზე ქვეყანაში ბენზინის წარმოება 25%, ხოლო დიზელის 40%-ით შემცირდა, საწვავის მარაგმა კი 1.5 მილიონ ტონამდე იკლო.

ამ დრომდე პრობლემურად რჩება მოსკოვის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა, რომლისთვის მიყენებული ზარალის მოცულობაც $1 მილიარდს აღწევს და მისი ამოქმედება 2027 წლამდე ვერ მოხერხდება. დედაქალაქში დეფიციტის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებამ საწვავის ნაკადები ციმბირიდან, ურალიდან და ბელარუსიდან გადმოიტანა. რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, ბაზარმა სტაბილიზაცია მხოლოდ ნაწილობრივ შეძლო, ხოლო ყველაზე რთული ვითარება ოკუპირებულ ყირიმსა და დაშორებულ რეგიონებში ფიქსირდება.

ცნობისთვის, უკრაინული დრონების იერიშები მიზნად რუსეთის შიდა საწვავის ბაზრის დესტაბილიზაციასა და ექსპორტის მარშრუტების იძულებით ცვლილებას ისახავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე დღიური ვაჭრობა ჩერდება

საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე დღიური ვაჭრობა ჩერდება

BM.GE

8 თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.3%-ით გაიზარდა - საქსტატი

8 თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.3%-ით გაიზარდა - საქსტატი

BM.GE

ბინის შეძენა მშენებლობის საწყის ეტაპზე: გათვლილი რისკი თუ მაქსიმალური მოგება?

ბინის შეძენა მშენებლობის საწყის ეტაპზე: გათვლილი რისკი თუ მაქსიმალური მოგება?

BM.GE

ნავთობისა და გაზის კორპორაცია ,,ყაზახ-საგურამოს“ გაზსადენის რეაბილიტაციას ახორციელებს

ნავთობისა და გაზის კორპორაცია ,,ყაზახ-საგურამოს“ გაზსადენის რეაბილიტაციას ახორციელებს

BM.GE