მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მონაკვეთი თვის ბოლომდე ამოქმედდება - კობახიძე
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მონაკვეთი თვის ბოლომდე ამოქმედდება - კობახიძე

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მონაკვეთი თვის ბოლომდე ამოქმედდება - კობახიძე

BM.GE19 მაისი, 2026, 17:21|bm.ge

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მონაკვეთი ფუნქციონირებას მიმდინარე თვის ბოლომდე დაიწყებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, პროექტთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ მხარესთან შეთანხმება უკვე მიღწეულია, ხოლო საქართველოს მონაკვეთზე სრულ პასუხისმგებლობას „საქართველოს რკინიგზა“ აიღებს.

„აზერბაიჯანულ მხარესთან საბოლოოდ შევჯერდით ყველა დეტალთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას და თვის ბოლომდე რკინიგზის ეს მონაკვეთი ფუნქციონირებას დაიწყებს“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი განმარტებით, რკინიგზის ოპერირების მიზნით ახალი პლატფორმა შეიქმნება, რაც ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ათვისებას შეუწყობს ხელს.

„მთლიანობაში დაფუძნდება ერთობლივი საწარმო ქართულ-აზერბაიჯანული და ამ ფორმატში იქნება უზრუნვლეყოფილი რკინიგზის ოპერირება. ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქცია. ამასთან ერთად, 26 მაისიდან აღდგება სარკინიგზო მიმოსვლა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად ქვეყნებს შორის ურთიერთობებისთვის, ხალხთაშორისი ურთიერთობებისთვის, ტურიზმის განვითარებისთვის და ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი“.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი 2017 წლის 30 ოქტომბერს ამოქმედდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის 98 კმ-იანი რკინიგზა, რომლის 68 კმ თურქეთის ტერიტორიაზეა, 30 კმ კი საქართველოს ტერიტორიაზე. ამავე პროექტით საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ-იანი სარკინიგზო მონაკვეთის რეკონსტრუქცია მოხდა. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საერთო სიგრძე 827 კმ-ია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?ტვ პირველი
  • კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეშიფორმულა
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →თბილისის →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE