მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრული ამოქმედებით გამტარუნარიანობა 5 მლნ ტონამდე გაიზრდება - ეკონომიკის სამინისტრო
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრული ამოქმედებით გამტარუნარიანობა 5 მლნ ტონამდე გაიზრდება - ეკონომიკის სამინისტრო

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრული ამოქმედებით გამტარუნარიანობა 5 მლნ ტონამდე გაიზრდება - ეკონომიკის სამინისტრო

BM.GE1 ივნისი, 2026, 20:54|bm.ge

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრული ამოქმედებით გამტარუნარიანობა 5 მლნ ტონამდე გაიზრდება - ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ახალი სარკინიგზო ხაზი 2 ივნისს ოფიციალურად ამოქმედდება.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ახალი ხაზი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტია, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის გაძლიერებაში.

"ახალი სარკინიგზო მარშრუტი ქმნის დამატებით გამტარუნარიანობას რეგიონში, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სატვირთო ნაკადების მარშრუტების დივერსიფიცირებას და აძლიერებს რეგიონის დაკავშირებადობას.

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო ხაზზე სატვირთო გადაზიდვების მოცულობა ყოველწლიურად მზარდია. ხაზის სრულ ექსპლუატაციაში შესვლით პროექტის გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება, რაც რეგიონს ტვირთების დამატებით ნაკადების გატარების საშუალებას მისცემს და მნიშვნელოვნად გააძლიერებს მის სატრანსპორტო შესაძლებლობებს", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

მათი ცნობით, მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის საერთო სიგრძე 180 კილომეტრია. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 153 კილომეტრს, ხოლო აშენდა 27 კილომეტრის სიგრძის სრულიად ახალი, ევროპული სტანდარტების მქონე სარკინიგზო მაგისტრალი.

ეს საქართველოს მონაკვეთზე სტრატეგიული საერთაშორისო სარკინიგზო მაგისტრალია და ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის პროექტის ნაწილია, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოს თურქეთისა და ევროპის სარკინიგზო ქსელთან აკავშირებს.

ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ სარკინიგზო მონაკვეთის სრულ ექსპლუატაციაში შესვლა აზერბაიჯანის ქალაქ ბაქოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილისა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის რაშად ნაბიევის მიერ ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლზე ხელმოწერით შედეგად გახდა შესაძლებელი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 222 სტატია.

  • კონსპირაციული ბინა თბილისის ცენტრში - პოლიციამ კანაფის სათბურები აღმოაჩინა და ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავარუსთავი 2
  • თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განცხადებაიმედი
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →სრულად →სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE