მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბაქო-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლა ტურიზმსა და ეკონომიკურ კავშირებს გააძლიერებს - თამარ იოსელიანი
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლა ტურიზმსა და ეკონომიკურ კავშირებს გააძლიერებს - თამარ იოსელიანი

ბაქო-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლა ტურიზმსა და ეკონომიკურ კავშირებს გააძლიერებს - თამარ იოსელიანი

BM.GE26 მაისი, 2026, 17:22|bm.ge

6-წლიანი პაუზის შემდეგ ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებლების მოძრაობა ოფიციალურად აღდგა. პირველი რეისი ბაქოდან თბილისის მიმართულებით 25 მაისს, 23:10 საათზე შესრულდა და მატარებელი თბილისში დღეს დილით, 09:04 საათზე ჩავიდა.

როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, თბილისის რკინიგზის სადგურზე მატარებლის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

„საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელის, ლაშა აბაშიძის განცხადებით, რეისზე მოთხოვნა მაღალია და ბილეთების გაყიდვები აქტიურად მიმდინარეობს.

„მოხარული ვართ, რომ თბილისსა და ბაქოს შორის სამგზავრო მატარებლები ყოველდღიურ რეჟიმში იმოძრავებენ. რეისების აღსადგენად აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ერთად წარმატებული სამუშაო ჩატარდა“, - განაცხადა აბაშიძემ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, ბაქო-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე დადებით გავლენას მოახდენს.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის შეფასებით კი, ახალი რეისები ორ ქვეყანას შორის ტურისტულ ნაკადებს გაზრდის და ხალხთაშორის კავშირებს კიდევ უფრო გააძლიერებს.

„რეისების აღდგენა ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის განვითარებას, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის“, - აღნიშნა იოსელიანმა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე მოძრავი ძველი მატარებლები ექსპლუატაციიდან სრულად იყო ამოღებული. განახლებული რეისები კი თანამედროვე „Stadler“-ის ვაგონებით შესრულდება.

ახალი თაობის მოძრავი შემადგენლობა მგზავრებს თანამედროვე ინტერიერს, გაზრდილ კომფორტსა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამგზავრო პირობებს სთავაზობს.

ამასთან, „აზერბაიჯანის რკინიგზის“ თანამშრომლებისთვის, რომლებიც აღნიშნულ მარშრუტზე იმუშავებენ, აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტმა სპეციალური ტრენინგიც ჩაატარა. სწავლება სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე საბაჟო პროცედურების, ბარგის კონტროლის, შეზღუდვებისა და „smart customs“-ის მობილური აპლიკაციის გამოყენების საკითხებს შეეხებოდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 175 სტატია.

  • თბილისში ქორწილში კაცი მოკლესნეტგაზეთი
  • თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლესფორმულა
  • დღეს, რიგით მეორე "თბილისის ფინანსური სამიტი" იწყებარუსთავი 2
  • „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თბილისში დღეს აქცია გაიმართებატვ პირველი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE