მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბაქო-თბილისის სარკინიგზო რეისების აღდგენა ტურიზმს დამატებით $200 მლნ-ის გენერირების შესაძლებლობას მისცემს - Galt&Taggart
ბაქო-თბილისის სარკინიგზო რეისების აღდგენა ტურიზმს დამატებით $200 მლნ-ის გენერირების შესაძლებლობას მისცემს - Galt&Taggart

ბაქო-თბილისის სარკინიგზო რეისების აღდგენა ტურიზმს დამატებით $200 მლნ-ის გენერირების შესაძლებლობას მისცემს - Galt&Taggart

BM.GE25 მაისი, 2026, 14:30|bm.ge

Galt&Taggart-ის პროგნოზით, ბაქო-თბილისის სარკინიგზო რეისების აღდგენა ტურიზმს დამატებით $200 მლნ-ის გენერირების შესაძლებლობას მისცემს. როგორც საინვესტიციო ბანკის მიმოხილვაში წერია, რკინიგზის აღდგენა მხოლოდ აზერბაიჯანიდან ტურიზმში მისაღები შემოსავლების პროგნოზს 2026 წლისთვის 435 მილიონ აშშ დოლარამდე გაზრდის.

"2019 წელს რკინიგზის ამ მარშრუტმა დაახლოებით 19 ათასი ტურისტი გადაიყვანა, სანამ 2020 წელს შეჩერდებოდა; აღსანიშნავია, რომ ამ მარშრუტის 47% მესამე ქვეყნებზე მოდიოდა, ჩინეთი კი სიდიდით მესამე ბაზარი იყო. ამიტომ, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მესამე ქვეყნის მოქალაქეები ამ მარშრუტით საქართველოში ტურიზმის ზრდას კიდევ უფრო შეუწყობენ ხელს. ხელახლა გახსნა დროულ სტიმულს იძლევა, რომელიც კომპენსირებას უკეთებს ახლო აღმოსავლეთიდან შესუსტებულ შემოსვლებს და ჩვენს მთელი წლის პერსპექტივას აძლიერებს", - წერია მიმოხილვაში.

ამასთან, Galt&Taggart-ი 2026 წელს ტურიზმიდან შემოსავლების პროგნოზს 4.9 მილიარდ აშშ დოლარზე ინარჩუნებს. ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციით რეგიონიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობის დროებითი შეფერხების მიუხედავად, საინვესტიციო ბანკში ელიან, რომ ბაქო-თბილისის რკინიგზის აღდგენა ამ დეფიციტს სრულად ანაზღაურებს.

"ჩვენი შეფასებით, ახლო აღმოსავლეთიდან ტურიზმის შემოსავლების დანაკარგმა 2026 წლის მარტ-აპრილში დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, თუმცა აზერბაიჯანის რკინიგზის ხელახლა გახსნა სრულად ანაზღაურებს ამას, რადგან ჩვენ ველოდებით დამატებით 200 მილიონი აშშ დოლარის შემოსავლებს ამ მარშრუტიდან 2026 წლის მეორე ნახევარში.

საქართველოში ტურისტების საერთო ჩამოსვლაში აზერბაიჯანის წილი შემცირდა 2019 წლის 15%-დან 2025 წელს მხოლოდ 4%-მდე, რაც გამოწვეული იყო პანდემიის ეპოქის სახმელეთო საზღვრის კვეთებზე, მათ შორის ბაქო-თბილისის რკინიგზაზე დაწესებული შეზღუდვებით. ყოველდღიური რკინიგზის მომსახურების აღდგენა ამ ტენდენციის შეცვლას ხელს შეუწყობს", - წერია მიმოხილვაში.

ცნობისთვის, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო მიმოსვლა მიმდინარე წლის 26 მაისიდან განახლდება. საინფორმაციო სააგენტო Trend-ი აზერბაიჯანის რკინიგზაზე (ADY) დაყრდნობით წერს, რომ ჯავშნების გახსნიდან მოკლე დროში, ბაქო-თბილისის დაგეგმილ სამგზავრო მარშრუტზე ათასზე მეტი ბილეთი გაიყიდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 175 სტატია.

  • თბილისში ქორწილში კაცი მოკლესნეტგაზეთი
  • თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლესფორმულა
  • დღეს, რიგით მეორე "თბილისის ფინანსური სამიტი" იწყებარუსთავი 2
  • „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თბილისში დღეს აქცია გაიმართებატვ პირველი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE