მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. “ბარსელონა“ ჰარი კეინის ტრანსფერით კვლავ დაინტერესდა
“ბარსელონა“ ჰარი კეინის ტრანსფერით კვლავ დაინტერესდა

“ბარსელონა“ ჰარი კეინის ტრანსფერით კვლავ დაინტერესდა

BM.GE29 ივნისი, 2026, 22:02|bm.ge

კატალონიის „ბარსელონამ“ მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელის, ჰარი კეინის ტრანსფერით ინტერესი კვლავ განაახლა. გამოცემების SPORT-ისა და Daily Mail-ის ინფორმაციით, კლუბმა ფეხბურთელის წარმომადგენლებთან უკვე გამართა პირველადი კონტაქტები, რათა შესაძლო ტრანსფერის პირობები შეესწავლა.

კეინი ამ ეტაპზე მთლიანად მსოფლიო ჩემპიონატზეა კონცენტრირებული და მისი საკლუბო მომავალი ტურნირის დასრულების შემდეგ გადაწყდება.

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ შეუძლია გაიმეოროს 2022 წლის წარმატებული სცენარი, როდესაც კლუბმა მიუნხენის „ბაიერნიდან“ რობერტ ლევანდოვსკი გადაიბირა. მაშინ კატალონიელებმა პოლონელი ფორვარდის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადეს და მისი ასაკის მიუხედავად, რამდენიმე წარმატებული სეზონი მიიღეს.

მიუხედავად ამისა, SPORT-ის ინფორმაციით, „ბარსელონას“ არც ფეხბურთელისთვის და არც „ბაიერნისთვის“ ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებია. კლუბმა მხოლოდ პირველადი კონტაქტები დაამყარა.

აქამდე მიღებული პასუხი იყო, რომ კეინი მიუნხენში თავს ბედნიერად გრძნობს და 2027 წლამდე მოქმედი კონტრაქტის მიუხედავად, წასვლას არ გეგმავს.

თუმცა მიმდინარე კვირიდან ინგლისელი ფორვარდი კონტრაქტის ბოლო 12 თვეში შევა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2027 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლა შეეძლება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის საავტომობილო ბაზარი 2040 წლისთვის მკვეთრად შემცირდება - პროგნოზი

აშშ-ის საავტომობილო ბაზარი 2040 წლისთვის მკვეთრად შემცირდება - პროგნოზი

BM.GE

აქციების გამოსყიდვის საჯარო შეთავაზებიდან ლიბერთის აქციებზე ₾1.5 მილიონის გარიგებები დაიდო

აქციების გამოსყიდვის საჯარო შეთავაზებიდან ლიბერთის აქციებზე ₾1.5 მილიონის გარიგებები დაიდო

BM.GE

Valve-ის კონსოლის გაყიდვები დაიწყო - რა ეღირება და რა მახასიათებლები აქვს

Valve-ის კონსოლის გაყიდვები დაიწყო - რა ეღირება და რა მახასიათებლები აქვს

BM.GE

არგენტინამ საგარეო ვალის დასაფარად "ოქროს პასპორტის" პროგრამა შეიმუშავა

არგენტინამ საგარეო ვალის დასაფარად "ოქროს პასპორტის" პროგრამა შეიმუშავა

BM.GE